Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მამუკა ხაზარაძე - „სახალხო პარლამენტის“ იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს

ნახვები: 569 მამუკა ხაზარაძე - „სახალხო პარლამენტის“ იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს

„სახალხო პარლამენტის“ იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი სხვა კოალიციებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.

„მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი გამართავს ბრიფინგს. არ მინდა ახლა მეტი კომენტარი გავაკეთო იმიტომ, რომ პრეზიდენტი თვითონ გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული. ეს შეხვედრები გაგრძელდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციებთანაც. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, არის გეგმა. ეს გეგმა არსებობს, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ მშვიდობიანად ახალი არჩევნები",-განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას ხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა