Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით

ნახვები: 570 ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით

როგორც არ უნდა ციოდეს და როგორი ღამეც არ უნდა იყოს, ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ დილით ჩანიშნულია სესია და ეცდებიან, რომ საკუთარ თავს ამ უზურპატორებმა ლეგიტიმაცია მისცენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტთან ისინი კარვებს საჭიროების შემთხვევაში გაშლიან.

„პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროტესტი აჩვენებს, რომ ხალხი არ ეგუება იმ რეალობას, რომელშიც გვამყოფებენ. არ ეგუებიან იმას, რომ არჩევნები მოგვპარეს და მიგვაქანებენ რუსეთში. ისინი [„ქართული ოცნება“] გვაკარგვინებენ შანსს, რომელიც არცერთ თაობას ამ ქვეყანაში არ ჰქონია, რომ სადღაც 6 წელიწადში ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. როგორც არ უნდა ციოდეს და როგორი ღამეც არ უნდა იყოს, ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ დილით ჩანიშნულია სესია და ეცდებიან, რომ საკუთარ თავს ამ უზურპატორებმა ლეგიტიმაცია მისცენ.

ორი აქციაა ჩანიშნული - ერთი დღეს 21:00 საათზე და მერე ხვალ 9:00 საათზე. ყველა უნდა გამოვიდეს.

ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ კარვები დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ზურაბ ჯაფარიძემ კითხვაზე, თუ რას ემსახურება შსს-ს დღევანდელი განცხადება, უპასუხა, რომ ამ განცხადებების მიზანი მოქალაქეების დაშინებაა.

„დაშინებას. ამ განცხადებების მიზანი არის ის, რომ შეაშინონ მოქალაქეები, რომ არ გამოვიდნენ გარეთ. მეტი არაფერი შინაარსი არ აქვს. ყველაფერს ველოდებით. ჩვენ რუსული ხელისუფლება გვყავს და ყველაფერი მოსალოდნელია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტისკენ 21:00 საათზე დაიძვრებიან და აქციას გამართავენ. ისინი აპირებენ, რომ პარლამენტთან ღამე გაათენონ და 25 ნოემბრის დილამდე დარჩნენ.

ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.

როგორც უწყება განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.

ამასთან, განცხადებაში შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა