Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ნახვები: 569 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე

უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე - როგორც ეს, ისე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია - ტყუილად არ არის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ კრემლის მხრიდან უკვე მიიღო საჯარო შექება საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

უწყება ასევე, ეხმაურება თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ საპროტესტო აქციას და აღნიშნავს, რომ უკრაინა „მკაცრად გმობს“ ძალის გამოყენებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

„უკრაინა მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და თავი შეიკავოს ძალადობისა და პროვოკაციებისგან.

საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არაერთი დარღვევის შედეგია. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია. ტყუილად არ არის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ კრემლის მხრიდან უკვე მიიღო საჯარო შექება საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას, იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის განუყოფელი ნაწილი და დაუბრუნდეს ყველა იმ რეფორმის განხორციელებას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირში წევრობისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა