Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 571 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ აჩერებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მუშაობაზე.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო ახლო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო კრემლისთვის მოწყვლადი გახადა. ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას.

შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ქართველების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ პროტესტი მშვიდობიანი დარჩეს.

„ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტი-დემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია ჩვენი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საყრდენები, რაც ეყრდნობოდა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის და ანტი-კორუფციული ძალისხმევებისადმი ერთგულებას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.

ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაუბრუნდეს თავის ევრო-ატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტი-დემოკრატიული კანონები, რომლების ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს," - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა