Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

ნახვები: 571 გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, დღეს დილით, 06:00 საათზე დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსახიობი განმარტავს, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როცა გულწასული ადამიანის დახმარებას ცდილობდა. ბახუტაშვილის თქმით, მასაც, ისევე როგორც დემონსტრანტების უმეტესობას, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„დღეს დილით, 06:00 საათზე გამომიშვეს, აქციაზე, დარბევის დროს დამაკავეს. ახალი ხომ არ არის, როგორც მოქმედებენ და როგორც აკავებენ ხალხს. მირტყეს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს გარშემო ადამიანებს ისე უმოწყალოდ ექცეოდნენ, ამის აღნიშვნაც არ ღირს ალბათ, ისეთი არაფერი, ნაკაწრებია, გაივლის, ჩემს თვალწინ ხალხს ხოცავდნენ.

დაკავების მერე ძალადობას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. დაკავების შემდეგ, კიდევ მეორე ეტაპი იყო სისტემური დანაშაულის, სხვა ადამიანები გაკავებენ - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გაკავებს, მერე საპატრულო პოლიციას გადასცემენ და მერე ისეთი ადამიანები მოდიან და ისე ფუთავენ ამას, თითქოს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაგაკავეს. წლებია ეს სისტემა ასე მუშაობს და ახალი არ არის. მე კიდევ ერთხელ გავიარე და კიდევ ერთხელ ძალიან თვალსაჩინო იყო ჩემთვის ეს სისტემური დანაშაული. მართლა ძალიან ბევრი, ათასობით ადამიანია ჩართული სხვადასხვა რგოლები - პოლიცია, სასამართლო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მოდიან მერე, სასამართლოში აძლევენ ცრუ ჩვენებებს, მოსამართლემაც იცის, რომ ცრუ ჩვენებებს ისმენს, მაინც ასე გამოაქვთ ეს გადაწყვეტილებები. ჩემი პროცესი ჯერ არ გამართულა, 48-საათიანი პატიმრობის ვადა გამივიდა და სასამართლოს დანიშნავენ ალბათ.

დაშავებულები გამომყავდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოვიყვანე მანქანაში და მეორე გულწასულ ბიჭს მიათრევდნენ, ამის გამო შევბრუნდი, ის გამომატანეს და პირიქით, რტყმით შემაგდეს მანქანაში“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გურჯაანის იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა