War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president
ზელენსკი: უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს

მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვაპროტესტებთ არჩევნების მიტაცებას და შემდეგ, ქვეყნის კურსის შეცვლას

ნახვები: 572 მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვაპროტესტებთ არჩევნების მიტაცებას და შემდეგ, ქვეყნის კურსის შეცვლას

ჩვენ და საზოგადოება არ ვდგავართ იმისთვის, რომ რაღაც თანამდებობების და ბიძინა ივანიშვილის მონური კონფიგურაციის ადამიანების გადაადგილებას ვაპროტესტებდეთ, ჩვენ ვაპროტესტებთ საქართველოში არჩევნების მიტაცებას და შემდეგ, ქვეყნის კურსის შეცვლას - რა გადაადგილებაც არ უნდა იყოს მთავრობაში, ეს მუხტს არ დააგდებს, პირიქით და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, რაც ქვეყნის მშვიდობიანი გზის გასაგრძელებლად ერთადერთი სწორი გამოსავალია,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ხაზარაძის თქმით, პრეზიდენტთან კომუნიკაციის შემდეგ გადაწყვეტენ, რა იქნება მათი გეგმა 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით.

„რას ვაპირებთ, ამას მოგახსენებთ მაშინ, როდესაც პრეზიდენტთან კომუნიკაცია და შეთანხმება გვექნება კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით. შემდეგი შეხვედრები უნდა მოხდეს იმ ადამიანების, იმ ჯგუფების წარმომადგენლებთან, რომლებიც აპროტესტებენ, წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას და ქუჩაში დგანან. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა. ეს არის სრულიად საქართველოს ბრძოლა მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის, ევროპული კურსისთვის. აქედან გამომდინარე, გავაგრძელებთ კომუნიკაციას ამ საზოგადოებასთან და ერთიანი ძალებით, ძალიან წყნარად, ქვეყანას ახალ არჩევნებამდე მივიყვანთ.

საქართველოში ლეგიტიმაცია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აქვს. საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს, ის არცერთი დემოკრატიული ქვეყნის მიერ არაა აღიარებული. შესაბამისად, ყველა ის გადაწყვეტილება, მთავრობა და ე.წ. პრეზიდენტი, რომლის არჩევასაც აპირებენ, ლეგიტიმაციის გარეშეა. ვივლით ამ მიმართულებით ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციასთან, პრეზიდენტთან ერთად, რათა ახალ არჩევნებს მივაღწიოთ და ამას აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა