მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს რომ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნების არალეგიტიმურობას ადასტურებს

ნახვები: 612 ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს რომ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნების არალეგიტიმურობას ადასტურებს

ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც უპრეცედენტოდ უარყოფითია, ადასტურებს არჩევნების შედეგის არალეგიტიმურობას, ერთადერთი გამოსავალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნაა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზციური პარტიების გაერთიანებულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, უბნების ნაწილზე არ იყო დაცული ხმის ფარულობა, რაც არღვევდა არჩევნების ფარულობის პრინციპს.

„გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა. რაც ამ დოკუმენტში წერია შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა. ყველა ელემენტში, ყველა კომპონენტში, რომელიც შედის ამ პროცესში, ეუთო/ოდირის მიერ არის აღრიცხული უამრავი სერიოზული დარღვევა. ეს შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო დღეს, არჩევნების შემდგომ პერიოდს. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უამრავი შეტყობინება იყო ამომრჩეველზე ძალდატანების, მათი იძულების თაობაზე. ამ ზემოქმედებას განსაკუთრებით ექვემდებარება სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები. არცერთი საჩივარი, რომელიც საარჩევნო დრომდე იქნა შეტანილი, არ განხილულა არსებითად არც საარჩევნო კომისიების და არც სასამართლოების მიერ.

არჩევნების დღეს ეუთო/ ოდირის დასკვნის თანახმად, 24% საარჩევნო უბნებზე, სადაც ეუთო/ოდირის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, აბსოლუტურად არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობა, ანუ არ იყო თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლება დაცული. ამ უბნებზე დამონტაჟებული „ქართული ოცნების“ ვიდეოკამერები, რომლებიც მიმართული იყო ხმის დამთვლელი მანქანებზე. ამავდროულად აღნიშნულია, რომ თვითონ ბიულეტენების განთავსება ვერ ხდებოდა იმდაგვარად, რომ არ გამოჩენილიყო ვინ აირჩია ხმის მიცემის დროს მოქალაქემ. შესაბამისად უხეშად იყო დარღვეული ხმის მიცემის ფარულობის უფლება. საარჩევნო დღის შემდგომ 1 200 საჩივარი, რომელიც შეტანილი იქნა საარჩევნო კომისიებში, სასამართლოებში ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, არ პრაქტიკულად არცერთი მათგანი განხილულა, რაც მიუთითებს, რომ ეს ინსტიტუციები სრულად არის დაქვემდებარებული კონტროლს და მათი დამოუკიდებლობა პრაქტიკულად ნულზეა დაყვანილი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნის მსგავსი ნეგატიური დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებზე ყოფილა.

„ეს დასკვნა, რომელიც უპრეცედენტოდ უარყოფითია, ამდაგვარი ნეგატიური დასკვნა პრაქტიკულად საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა, პირდაპირ ადასტურებს არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობას. შესაბამისად არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური და ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა სწორედ იმდაგვარად, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს მისი ფუნდამენტური უფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა