Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აფრიკის დასახლების უკანონო მშენებლობებთან კავშირში თბილისისი მერიის თანამრომელიცაა

ნახვები: 567 აფრიკის დასახლების უკანონო მშენებლობებთან კავშირში თბილისისი მერიის თანამრომელიცაა

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, სამგორში თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებასთან კავშირი მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს აღმოაჩნდა. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა, ასევე, სხვა მოქალაქეებს. ასევე, უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არავისთან მიმართებაში არ ვაპირებთ უკან დახევას. ყველა, ვინც ჩადის უკანონობას, ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - თქვა კახი კალაძემ.

კალაძემ დღეს, 23 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მისივე აზრით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მიწის მიტაცებას და უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებას ვერ გაამართლებს.

შეგახსენებთ, რომ მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ნგრევა დღეს, 23 დეკემბერს, დილის 7 საათზე განაახლა. საუბარია 7 ნაგებობაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინპექციის შეფასებით უკანონოა. სახლების დემონტაჟზე ინსპექციამ მოსახლეობას 4 დღე მისცა.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

15 დეკემებრს ე.წ. აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკის გამოყენებით 12 მშენებარე სახლი დაანგრი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა