Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნინო დოლიძე - არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას

ნახვები: 571 ნინო დოლიძე - არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას

არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია, მომავალი და ქართველი ხალხი დავიცვათ, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარემ, ნინო დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ დაიწყებს კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ის არა ამერიკული „ფარას“ ანალოგი, არამედ „რუსული კანონია".

„ჩვენ ვნახეთ ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგობა "რუსული კანონის" წინააღმდეგ. შესაბამისად, სწორედ ამ წინააღმდეგობის ჩახშობის გაგრძელებაა ამჯერად ამერიკული „ფარას“ სახელით შემოტანილი ეს კანონი. ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ძალიან ხშირად ცდილობს ხან "ამერიკული" დაარქვას და ხან "ბრიტანული" იმ კანონმდებლობებს, რომელიც რეალურად, მიმართულია ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აშშ-ში ეს კანონი არ გამოიყენება დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამიტომ, თუკი ეს კანონი სულისკვეთებით ამერიკული იქნება, ის ნამდვილად არ შეეხება ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ხოლო თუ "ქართული ოცნება" დაიწყებს ამ კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ეს იქნება ნამდვილად შენიღბული "რუსული კანონი". კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია, მომავალი და ქართველი ხალხი დავიცვათ", - განაცხადა დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა