თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო
დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors

მამუკა ხაზარაძე - პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო, საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა?

26.03.2025 ნახვები: 348

პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო - მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება რომ პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო

როგორც ხაზარაძე წერს, ის გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივიდა „არაღიარებულ პარლამენტში“.

„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.

კიდევ ერთხელ ვამბობ - გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“, - წერს ხაზარაძე.

პროკურატურამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.

პროკურატურამ გამოძიება კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

შეგახსენებთ, 25 მარტის კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები იყვნენ„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძეც. კომისიამ 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება და მისი საქმეც შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა