Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ეკა გიგაური - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს

ნახვები: 571 ეკა გიგაური - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს - დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას მოვიგებთ, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს.

როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სოლიდარობის ეშინია.

„ეს არის ქართველი ხალხის დევნის აქტი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ ეშინოდა ქართველი ხალხის სოლიდარობის „ქართულ ოცნებას“. ეშინოდათ იმ ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან, ეშინოდათ იმ ადამიანების, რომლებიც იცავენ დაკავებულების უფლებებს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს. გავაგრძელებთ საქმიანობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც სოლიდარობას ეძებენ, ნახონ. დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას მოვიგებთ“,- აღნიშნა გიგაურმა.

ცნობისთვის, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა