Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ანდრო ჭიჭინაძე კულტურის მინისტრს - უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ?

ნახვები: 568 ანდრო ჭიჭინაძე კულტურის მინისტრს - უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ?

ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს, დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის, - ამის შესახებ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა წაიკითხეს.

ანდრო ჭიჭინაძე წერილით ასევე კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს მიმართავს:

„რა დღეში ჩაგიგდია თავი. სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება რამეს ხომ არ გახსენებთ ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება იმიტომ, რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია.

წესით ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ. გახსენებთ, გელათი გენგრევათ. გახსენებთ, რომ ხუთი წელია ვერ გადახურეთ და მარტო თქვენი ბრალია, რაც გელათს ჭირს. სვეტიცხოველში ტაშტების შეშუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ. რისთვის იცლით, უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ?“, - წერს ჭიჭინაძე წერილში.

ასევე მსახიობი მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს. გუშინდელ ინტერვიუში, სადაც ყველაფერი იკადრა, ჯერ თავდასხმაში დამადანაშაულა და მერე პირადად ჩემს ოჯახს შეეხო, რომელიც ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის წინა მთავრობის დროს. ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია. პირისპირ თუ აღმოვჩნდებით, შეძლებ ჩემთვის იმავეს გამეორებას? არა მგონია“, - ნათქვამია წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა