მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

რაც უფრო მალე ეტყვით თქვენს მთავრობას, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, მით უფრო მეტი თქვენი მოქალაქე გადარჩება-ზელენსკი

ნახვები: 611 რაც უფრო მალე ეტყვით თქვენს მთავრობას, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, მით უფრო მეტი თქვენი მოქალაქე გადარჩება-ზელენსკი

"რაც მალე ეტყვით რუსეთის ხელისუფლებას, რომ ომი შეჩერდეს, მით მეტი რუსი გადარჩება"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რუს ხალხს მიმართა და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა აიმაღლონ ხმა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტი უკვე გამოხატეს.

მინდა, ვუთხრა რუს ხალხს - იმ ათასობით დაღუპულს, ასობით ტყვედ ჩავარდნილს არც კი გაეგოთ, რატომ გზავნიდნენ უკრაინაში. რისთვის გზავნიდნენ სასიკვდილოდ ან სხვის მოსაკლავად. რაც უფრო მალე ეტყვით თქვენს მთავრობას, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, მით უფრო მეტი თქვენი მოქალაქე გადარჩება"- განაცხადა მან.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლეონიდ პარფიონოვს, დმიტრი მურატოვს, იური დუდს, ლია ახეჯაკოვას, ვალერი მელაძეს და ათასობით სხვა რუსეთის ღირსეულ მოქალაქეს.

ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენთან არის გამოსვლები ომის წინააღმდეგ. ვხედავ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია მისი ხელისუფლების უზნეობითა და სისასტიკით. ეს ძალიან სწორი რეაქციაა და მადლობას გიხდით ამისთვის... საჭიროა, რომ დავასრულოთ ეს ომი, რათა ვიცხოვროთ მშვიდობიან სამყაროში", - განაცხადა ზელენსკიმ თავის მიმართვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა