გასული წლის სექტმბერში, ქართულ ლიტერატურას, თანამედროვე ახალი წიგნი შეემატა. სოციალური ქსელში, „ფეისბუქ“ გვერდი „გეგე დადიანი“ იუწყებოდა, რომ გამოდიოდა, ახალი წიგნი - „საშიში იდეალისტები“. კრიტიკულად, რომ დავსვათ საკითხი იმთავითვე იწვევს ინტერესს, ამ ე.წ. ბანალური სათაურის მიღმა, რა უნდა იმალებოდეს?!
არ ვიქნები მართალი, თუ დასაწყისშივე არ გეტყვით, რომ „საშიში იდეალისტები“ ის ერთადერთი წიგნია, რომელიც სანამ მზის სინათლეს იხილავდა, წაკითხული მქონდა. მეტიც, მის რამდენიმე თავში შესატან ცვლილებაზე, ავტორისთვის რეკომენდაციაც კი მიმიცია. თუმცა ეს სხვა საკითხია და ამაზე მერე. ახლა, შევეცდები, ობიექტურად, როგორც მკითხველმა, როგორც ჟურნალისტმა შევაფასო წიგნი, რომელიც მართლაც შთამბეჭდავად საინტერესოა. რა თქმა უნდა, ბევრი ნიუანსია, რომელიც მოწონებას არ იწვევს, თუმცა წიგნის განხილვის დროს, მოგიყვებით როგორც მის დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე.
ფსეოვდინიმის - გეგე დადიანის უკან, რომ გოჩა მირცხულავა დგას, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. გოჩა მირცხულავა, ნამდვილად არც ადვილი ავტორი, არც ჟურნალისტი და არც ანალიტიკოსია, რთულია მასთან ნებისმიერ საკითხზე მოუმზადებლად ისაუბრა. მისი სირთულე მის განათლებაში, გამოცდილებაში და პროფესიონალზმში ვლინდება. თუ ვინმეზე არ შეიძლება ითქვას ადვილი რეპსონდენტი, ეს მირცხულავაა. იგი გადმოცემისას, წერისას რთული გასაგები, („არა ნაკითხი“ შესაბამის სფეროში „განათლების არ მქონე“ პერსონისთვის), მოსასმენი და აღქმადია. წიგნის გამოსვლამდე, მისი კითხვისას მთელი ჩვენი საქმიანი კამათი, სწორედაც რომ ამ სირთულეს უკავშირდებოდა. წიგნი უნდა იყოს ყველასთვის გასაგები, განსაკუთრებით „საპატრიარქოსთან“ დაკავშირებულ თავში, უნდა იყოს „გლეხური ენა“, რომ ადვილად იქნეს მკითხველისთვის გასაგები. აქვე განვმარტავდი, მიხუდავად, იმისა, რომ მოსახლოების 90%-ი საპატრიარქოს ენდობა და მორწმუნეობაზე დებს თავს, ისინი არც სახარებას იცნობენ და არც საეკლესიო იგავებს. ამიტომაცაა, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, იგავებს და შეგონებებს ისე ჭრის და კერავს, როგორც მას სურს. (ეს სხვაა თემაა)
გადავალ კერძოდ „საშიში იდელაისტებზე“ - ავტორი, გოჩა მირცხულავა, მკითხველს ხვდება არა მხოლოდ ზუსტი სტილისტიკით, არამედ ტექსტის საინტერესო შიგთავსითაც, რომელიც ერთდროულად გონებრივად დატვირთულია და ემოციურად ჩამთრევი, ზოგჯერ „საშიშად“ მძიმეც. მის მწერლურ სტილში იგრძნობა სიღრმე და დაკვირვება, რაც ხშირად აკლია თანამედროვე პროზას.
მირცხულავას, თხრობა მკაფიოა, მაგრამ ამასთანავე ტოვებს სივრცეს ინტერპრეტაციისთვის - ის არ აწვდის მკითხველს მზა აზრებს, არამედ აქეზებს მას, იფიქროს, შეკითხვები დასვას, ან თუნდაც დაეჭვდეს. ეს კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსებაა ავტორის სტილში. ამასთან, ზოგიერთ ეპიზოდში იგრძნობა ზედმეტი გაჭიანურება, სტილისტური მონოტონურობა რაც ენერგიას ითხოვს მკითხველის მხრიდან. თუმცა მთლიანობაში, ეს არც ტექსტის ფასეულობას აკნინებს და არც მის მახვილგონივრულობას - უფრო მეტიც, ცხადყოფს, რომ ავტორი არ ცდილობს კომპრომისებაზე წასვლას მკითხველის “მოლოდინებთან”. გოჩა მირცხულავა, სადებიუტო „საშიში იდელიასტებით“ დღევანდელ ლიტერატურულ სივრცეში იმ ავტორთა რიგს განეკუთვნება, ვინც საკუთარ ტექსტში არა მარტო ამბავს, არამედ პოზიციასაც ატარებს - ფიქრს, კითხვას, ეჭვსა და პასუხის ძიებას შორის. ეს კი იმ ღირსებას ქმნის, რაც მის კონკრეტულ წიგნს გამორჩეულს ხდის.
მირცხულავა, სიტყვით მხოლოდ ამბის გადმოცემას როდი ცდილობს?! მისთვის ტექსტი სივრცეა, სადაც ხორციელდება ცხოვრების გათქმა, წარსულის გახსენება და იმ წერტილების დამაკავშირებელი ძაფების გადახლართვა, რომლებიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან კავშირში არც არიან. თუმცა სწორედ ამ მრავალწახნაგოვანი ხედვით იღებს წიგნი თავის ძალას.
წიგნში მოთხრობილი ისტორიები ნამდვილია - არა მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, არამედ იმ სიღრმით, რითიც ავტორი აცოცხლებს ადამიანურ განცდებს, მეხსიერებას, ტკივილს, წარსულიდან მემკვიდრებით მიღებულ მტვერს. ეს არაა გამოგონილი სიუჟეტების პაექრობა; ეს წიგნი გულწრფელი საუბარია - ზოგჯერ ლანდების მსგავსი, ზოგჯერ კი მკვეთრად გამოკვეთილი ფიგურების დრამატული თანაცხოვრება ერთ სიუჟეტში.
ავტორის სტილი სავსეა სიზუსტით - ენას იგი იყენებს მოზომილად, თუმცა არასდროს დაცლილად. ღრმა ემოციური ლაიტმოტივი, რომელიც არც პრეტენზიულია და არც ხელოვნურად დადგმული. იგი უბრალოდ ცოცხლობს - მკითხველის გვერდით, წინ და გულში. ამავდროულად, წიგნის მასშტაბურობაც აღსანიშნავია: ავტორი არ შემოიფარგლება ერთი თემით, ერთგზიანი თხრობით. პირიქით, ის აშენებს ტექსტს როგორც ფრესკას, სადაც თითოეული ფენა სხვა ფენას ავსებს, ართულებს, შლის და თან ამყარებს. ეს მრავალფეროვნება კი სთხოვს მკითხველს კონცენტრაციას, მოთმინებას და რაც მთავარია - თანაზიარობას.
დაწვრილმანებული თხრობა, ზოგიერთ ეპიზოდში, შესაძლოა მეტს ითხოვდეს, ვიდრე ჩვეულებრივი მკითხველი მზადაა მისაღებად - ზოგჯერ სიუჟეტური რიტმი ნელდება, ან მოყოლა ერთ წერტილზე მეტხანს ჩერდება, თუმცა ეს ყველაფერი არასდროს ხდება უინტერესო. ასეთ მომენტებში იგრძნობა სწორედ ავტორის მთავარი ძალა: რომ მას არ ეშინია არაკომფორტული ტემპის, არც იმ სიჩუმის, რაც ტექსტის “შუაგულში” გროვდება და ბოლოს „ვულკავინით“ იფრქვევა.
მირცხულავას წიგნი, ერთდროულად არის სარკეც და ლაბირინთიც, იგი გვაჩვენებს თავს, რეალურს სახეებს, რომლში ვიკარგებით.
და ეს დაკარგვა, საბოლოოდ, ერთგვარი შინ დაბრუნება ხდება - იქ, სადაც სიტყვა ისევ აზრს ატარებს და მეხსიერება ისევ ცოცხლობს. რაც მთავარია, წიგნის დასრულების შემდეგ, ეს ემოციები, არ ქრება, პირიქით გამძაფრებითაც გიტევს.
ორი სიტყვით, მინდა ირაკლი ნაკუდაიძის, მიერ გაფორემული ყდა და წიგნში, თავების შინაარსი მიხედვით ილუსტრირებულ გვერდებზე ვთქვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წიგნის ვიზუალური გადაწყვეტაც - დაწყებული ყდის დიზაინით, დამთავრებული ტექსტში შეყოლებული პოსტერებით. ნაჯუდაიძემ, პროფესიონალურად მოახერხა ემოციური ტონის გადმოტანა ვიზუალურ შრეში: ფერები, სტრუქტურა და სიწმინდე მკითხველს არ მოსწყვეტს შინაარსს, არამედ წინასწარ განაწყობს ქმნის იმ სიღრმეზე, რაც ტექსტში გელოდება.
წიგნის ყდა არ არის მხოლოდ შეფუთვა - ის პირველივე შეხედვით ქმნის იმ ემოციურ კონტურს, რომელშიც შემდგომ გადაეშვები. დიზაინერმა ზუსტად მოახერხა ის, რაც იშვიათად გამოსდის ვიზუალურ ხელოვანს: გადმოსცეს ტექსტის სულისკვეთება ფერით, კომპოზიციით, და დუმილითაც კი. ყდა არაფერს გაძალებს, არ ყვირის - უბრალოდ გითრევს.
წიგნში გამოყენებული პოსტერები არ არის უბრალოდ ილუსტრაციები; ისინი თითქოს დიალოგში არიან ტექსტთან - ზოგჯერ ავსებენ, ზოგჯერ უხმოდ აგრძელებენ მოყოლას. ილუსტრაციების გამოჩენა ტექსტში შიგადაშიგ ისეთ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ხანდახან სწორედ ისინი გადააქცევენ წაკითხულს საგრძნობად. ვიზუალური მასალა არ არღვევს წიგნის რიტმს. ისინი არ რჩებიან გარედან დამატებულ ილუსტრაციებად, პირიქით, ტექსტის განუყოფელი ტეხილი ხდებიან. ტექსტისა და გამოსახულებების თანაარსებობა მკითხველს აძლევს საშუალებას, არა მხოლოდ წაიკითხოს ამბავი, არამედ დაინახოს იგი.
წიგნის დასრულების შემდეგ, თავად უნდა გადაწყვიტო, ვინ გინდა იყო! არა, შენ ამას ვერ გადაწყვეტ! საშიშიშ იდელაისტებად ვიბადებით, მერე ვერ ვხდებით! თუმცა, არ გამოვრიცხავ მირცხულავას წიგნმა, ჩემი ეს მოსაზრება გააცამტვეროს და აღნიშნული წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძლება თქვენ „საშიშ იდელაისტებად იქცეთ“.
დამატება - ვინაიდან, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში, კანონს კანონზე ამკაცრებს, სანამ დრო გაქვთ, მოასწარით და წაიკითხეთ იგი. ავტორს, წიგნის გმირებთან ერთად, მკითხველი ერთ აზრამდე მიყავს - ნუ გეშინია!
რადგან იდეალისტებს არ ეშინიათ, რაღაც ამგავარი, ან შენ უკეთ ოიფგიქრებ.
თორემ შეიძლება ერთ დღესაც, სრულიად ყდის გარეშე, ბევრ თავში შავი ფერებით გადახაზული წიგნი შეგრჩეთ ხელში, როგორც ეს პუტინის რუსეთში ხდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ მთელი წიგნის გადახაზვა მოუწევთ, ვინაიდან მასში ყველა სიტყვა, აზრი თუ მოტივი სახელმწიფობრივად აზროვნებას აიძულებს მკითხველს. სახელწმიფოებრივად ვინც აზროვნებს, ამ ქვეყანაში, არავინ სჭირდებათ.
თუ შენ მზად ხარ, წაიკითხე, რადგან დიქტატურა საშიშ იდელაისტებს ვერ დაამარცხებს!
ზუკა ნემსაძე, მაგისტრი ჟურნალისტი.