„დიდი შვიდეული“ - ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
„დიდი შვიდეული“ - ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე
ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს

კაია კალასი - “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება

15.07.2025 ნახვები: 541

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაფასეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი და სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება. კალასი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოყვება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა განიხილეს სხვდასხვა ვარიანტი, რაც მოიცავს უვიზო რეჟიმის და ასოცირების შეთანხმების შეჩერებასა და სანქციებს.

“საქართველოს რაც შეეხება: “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება. დღეს [ევროკავშირის] მინისტრებმა შეაფასეს სამოქალაქო საზოგადოებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა და სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს - მეტი რისი გაკეთება შეგვიძლია.

ეს მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმების შეჩერებასა და სანქციებს. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოყვება”, - განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი განმარტავს წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება.

კერძოდ, კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზის შეჩერების ანგარიშშია მოცემული.

რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის თქმით, ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წერილის გარკვეული პუნქტები დაასახელა.

“საქართველოსადმი გაგზავნილ წერილს რაც შეეხება: როგორც იცით, უვიზო მოგზაურობის რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლიდან გვაქვს. ეს დიდი სარგებელია, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს და, შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცა საქართველოს ვიზის შეჩერების ანგარიშში. ამას მთლიანად არ წავიკითხავ აქ, უბრალოდ აღვნიშნავ რაღაცებს.

მაგალითად ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს - უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, პრივატულობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, და ასევე დისკრინიმაციის აკრძალვა - ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. კიდევ 8 მსგავსი პუნქტია. ასე რომ, ვინაიდან, მათ ეს “დედლაინი” მიეცათ აგვისტოს ბოლომდე ამის შესასრულებლად, კითხვაა - როგორ რეაგირებას მოვახდენთ, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება? და როდესაც გვესმის, მაგალითად, რომ 8-დან 7 ოპოზიციონრი ლიდერი ციხეში ჩასვეს, ეს არ შეესაბამება პირველ პუნქტს, რომელიც აღვნიშნე.

ასე რომ, აქამდე პოზიცია გვქონდა, რომ არ გვინდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, რომელსაც მართლა აქვს მათთვის მნიშვნელობა, თუმცა, ამავდროულად, ეს ასევე, ევროკავშირის სანდოობის საკითხია. თუ ეს რაღაცეები გვაქვს და ეს სარგებლიანი რამეა - ბონუსია, რომელსაც ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც არ ასრულებს პირობებს - ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს”, - განაცხადა კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა