საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება

The Guardian - დაკავებული ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნიან და „ქართულ ოცნებასა“ და ირანს შორის კავშირების უპრეცედენტო გაფართოების გამო სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

01.10.2025 ნახვები: 537

დაკავებულმა ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა „ქართულ ოცნებასა“ და ირანს შორის კავშირების შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი გაუგზავნეს, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებული შვიდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ივეტ კუპერს საქართველოში ირანის გავლენის „უპრეცედენტო გაფართოების გამო“ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„ისინი კუპერს მოუწოდებენ, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც, სავარაუდოდ, ირანთან კავშირებს ამყარებს, ასევე, საქართველოში მოქმედი „პროპაგანდისტული საშუალებების მფლობელების“, მათ შორის მათ წინააღმდეგ, ვინც „ლონდონშია დაფუძნებული“ და საქართველოს მთავრობის მესიჯებს ავრცელებს“, - წერს გამოცემა.

ივეტ კუპერისთვის გაგზავნილ წერილში დაკავებული პოლიტიკოსები აცხადებენ: „ჩვენ, პატივისცემით მოგიწოდებთ, განიხილოთ სანქციების გავრცელება ამ პირების, მათი ორგანიზაციებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რათა მათ ვეღარ ისარგებლონ დიდი ბრიტანეთის დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობებით, მაშინ როდესაც ისინი მისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ“.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული ქართველი პოლიტიკოსები წერილში წერენ, რომ „ისინი „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ რეჟიმის“ მიერ არიან დაკავებულები და მმართველი პარტია თეირანთან კავშირებს ამყარებს. მათივე თქმით, ამას ადასტურებს აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის მიერ ირანის საელჩოში „სოლიდარობის გამოხატვა“. ასევე, წერილში ნახსენებია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თეირანში ვიზიტი, სადაც ის „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების გვერდით იდგა, და შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ ისმოდა“.

დაკავებული პოლიტიკოსები წერენ: „ბოლო წლებში, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პატრონმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე სრულ კონტროლსა და სახელმწიფოს ხელში სრულად ჩაგდებას მიაღწიეს და დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს თანდათანობით ანგრევენ. ამჟამად საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობა უფრო მეტია (60-ზე მეტი), ვიდრე რუსეთში. სამოქალაქო საზოგადოება თავდასხმის ქვეშ არის დრაკონული კანონმდებლობის მეშვეობით, რომელიც რუსულის მსგავსია და მიზანს მისი სრული განადგურება წარმოადგენს. არანაკლებ შემაშფოთებელია ირანული გავლენის უპრეცედენტო გაფართოება“.

„გაერთიანებულმა სამეფომ უკვე გამოიჩინა ლიდერობა, „ქართული ოცნების“ რეპრესიული აპარატის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. ზომების, რომლებსაც რეალური გავლენა ჰქონდა და ჩვენმა ხალხმა ღრმად დააფასა. მიუხედავად ამისა, შეშფოთებულები ვართ, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ხელშემწყობი პირები - ბიზნესპარტნიორები, ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრები და პროპაგანდისტული საშუალებების მფლობელები, რომლებიც საიმედო ცნობების თანახმად, რუსული ხელწერით მომზადებულ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ - კვლავაც სარგებელს იღებენ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან, ხოლო ზოგიერთი მათი ოპერაცია, როგორც ცნობილია, ლონდონშია დაფუძნებული“, - ნათქვამია წერილში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა