Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ფრანკ შვაბე - საქართველო უფრო და უფრო შორდება აშშ-ს, ევროკავშირს

ნახვები: 571 ფრანკ შვაბე - საქართველო უფრო და უფრო შორდება აშშ-ს, ევროკავშირს

საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება აშშ-ს, ევროკავშირს და უფრო უახლოვდება ჩინეთს, ირანსა და აზერბაიჯანს. შესაბამისი განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფის სახელით გამოსვლისას ფრანკ შვაბემ გააკეთა.

მისი შეფასებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები „ძალიან სამწუხაროა“.

„რატომ? რადგან ეს 180 გრადუსით შეტრიალება იყო ძალიან კარგი გზიდან. ამაზე მხოლოდ PACE არ ლაპარაკობს ამაზე. თუ შეხედავთ ეუთოს, მათ საქართველოსთან მიმართებაში ვენას მექანიზმი აამოქმედეს. თუ შეხედავთ 2024 წლის დემოკრატიის ინდექსს, დავინახავთ მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის სწრაფ და უდიდეს უკუსვლას.

ამიტომ არჩევნებზე ფართომასშტაბიანი დარღვევების შემდეგ იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს ნაყოფიერ გზაზე დაბრუნებისკენ მოვუწოდეთ. მათ კითხვები დავუსვით, რათა დაბრუნებულიყვნენ პასუხის გასაცემად, მაგრამ მათ გადაწყვიტეს არ დაბრუნებულიყვნენ. საპირისპირო მოხდა ბოლო თვეებში - ვხედავთ კანონებში შემზღუდველ ცვლილებებს, მზარდ დევნას, დემონსტრანტების დრაკონულ დასჯას.

და ვხედავთ თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას, და ისინი ამას ჩვენთან წერილებში გამოხატავენ, სხვები კი დევნაში არიან…

ეს სულ უფრო და უფრო არასწორი მიმართულებით მიდის - აშშ-სგან, ევროკავშირისგან შორს, და უფრო ახლოს ჩინეთთან, ირანთან და აზერბაიჯანთან. ასე რომ, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუბრუნდნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ევროპულ გზას”, - განაცხადა შვაბემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა