Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

შსს-მ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმა

ნახვები: 571 შსს-მ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმა. 

ცნობისთვის, ეუთო-ს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 14 ოქტომბერს იმყოფებოდა. ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა.

მეორე დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“. მოგვიანებით ელინა ვალტონენმა ფინურ გამოცემა helsingin sanomat-ს განუცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო.

ინფორმაციისთვის, ვენის კონვენციით ელინა ვალტონენი დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს და ეს დიპლომატიური იმუნიტეტი ადმინისტრაციულ სასჯელებზეც ვრცელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა