მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

რაჭა / Racha

ნახვები: 1484 რაჭა / Racha

რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში მდებარეობს.

რაჭა ძალიან მდიდარია კულტურული ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით. რაჭაში მდებარეობს უხვი და დახვეწილი ჩუქურთმებით სახელგანთქმული ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი ნიკორწმინდა. საინტერესო კულტურის ნიმუშების გარდა ამ მხარეში დატკბებით გრილი ტყეებით, ალპური ტბებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და მომნუსხველი ხედებით.

რაჭაში ადამიანის ცხოვრების კვალი, ჯერ კიდევ, ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება. ადრეულ პერიოდში რაჭა, ლეჩხუმთან ერთად, თაკვერს ქმნიდა.

რაჭული კულტურა მრავალფეროვანი და საინტერესოა თავისი ფოლკლორით, სამზარეულოთი და ტრადიციებით.

გამორჩეულია რაჭული ფოლკლორი და ბევრ მკვლევარს აღუნიშნავს რაჭის მუსიკალურობა. ცნობილი რაჭული  სიმღერებია: „ქვედრულა“, „რაშოვდა“, „მაღლა მთას მოდგა“ და სხვ. ასევე შემორჩენილია  სხვადასხვა თემატიკის რაჭული ხალხური პოეზიის ნიმუშები.

რეგიონში  განვითარებულია მეღვინეობა, განსაკუთრებულია უმაღლესი ხარისხის წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ხვანჭკარა.

რაჭაში მრავლადაა სხვადასხვა პერიოდის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი.

 ---------

Racha is the historical-geographical part of Georgia. It is located in the northeast part of western Georgia, in the gorge of the river Rioni and its tributaries

It is quite rich with cultural monuments and diverse nature. Racha is well-known for the masterpiece of Georgian architecture, Nikortsminda that is characterized with rich and sophisticated ornaments.  In addition to the interesting cultural sites, you can enjoy chilly forests, alpine lakes, beautiful waterfalls and stunning views in Racha.

Racha is a region with a great history.  Culture is diverse and interesting in Racha, with its folklore, cuisine and traditions.

Racha folklore is distinguished and many explorers have mentioned musicality of Racha. Famous Rachuli songs are "Kvedrula", "Rashovda", "High in the mountains" and so on. The folk poetry of Racha on various topis is also preserved. There are a lot of legends about the establishment of villages and the etymology of their names. Rachuli cuisine is delicious and it attracts gourmets with its pot beans, Rachuli ham and Lobiani (a bread with beans, Georgian traditional dish). The winemaking tradition is developed in the region, high-quality red wine, naturally semi-sweet Khvanchkara is very special.

There are many important cultural monuments from different periods in Racha.

ფოტო. Photo shutterstock

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა