Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მარტა კოსი - საქართველოს ხელისუფლებავ, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ

ნახვები: 569 მარტა კოსი - საქართველოს ხელისუფლებავ, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ

საქართველოს ხელისუფლებავ - თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ, თქვენ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისგან შორს. თუ სერიოზულად უდგებით ევროკავშირის საკითხს, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების, ადამიანების, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ, ციხეში ჩასმა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ ევროკომისარმა მარტა კოსმა ბრიფინგზე საქართველოსთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის თამარ ნუცუბიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული შეფასების შემდეგ, უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოსთან მათ შორის მმართველ პარტიასთან მიმართებით დამატებით ზომებს.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ნოემბერში ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმი ექნებათ, რაც საქართველოსთან მიმართებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას გახდის შესაძლებელს.

„კონკრეტული ზომები, რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნების ხელშია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნოემბერში ჩვენ მივიღებთ ვიზის შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს საქართველოს მოსახლეობისთვის - განსაკუთრებით იმიტომ, რომ ხელისუფლება ეუბნება მოქალაქეებს, რომ მათ მიჰყავთ საქართველო ევროკავშირისკენ. საქართველოს ხელისუფლებავ - თქვენ არ მოგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ, თქვენ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისგან შორს. თუ სერიოზულად უდგებით ევროკავშირის საკითხს, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების, ადამიანების, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ, ციხეში ჩასმა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“, - განაცხადა მარტა კოსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა