უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა

05.04.2026 ნახვები: 220

ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინსტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, "სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის", ქვეყნიდან გააძევეს.

სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

შსს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, "ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა".

შსს-ს თქმით, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები.

ამასთან ერთად, უწყება ასევე წერს, რომ "სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი, რომელიც სასამართლოს წინაშე შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში წარდგა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.

გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.

დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისა და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, განვმარტავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას.

იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე.

ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები. ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს.

შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა. საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან". - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე დავაკავეთ - შსს

ცნობისთვის, 5 აპრილს, დაახლოებით 04:00 საათზე სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აქციების აქტიური მონაწილის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.


28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) აფგან სადიგოვის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, "სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში".

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი, 161-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.

3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა. 

  • აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.

2025 წლის 17 აპრილს აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

ტაბულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა