ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს
ზაზა ბიბილაშვილი: სასამართლო არ გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა ბრალდებას მტკიცებულებების დონეზე ვუპასუხოთ – ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვაა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა – ნადარაიამ ის წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა
Euronews: უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე ვეტოს მოხსნის
გუგა ქაშიბაძე: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია – პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 3 და 11 წლის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
სი ძინპინმა, ტრამპმა და პუტინმა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს – „ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება“

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა – ნადარაიამ ის წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა

ნახვები: 215 საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა – ნადარაიამ ის წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გააძევა. გადაწყვეტილების მიზეზად მოსამართლემ სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის განმეორებითი დარღვევა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად საუბრის შეწყვეტინება დაასახელა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნადარაიამ ბიბილაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ის სასამართლო პროცესს საზოგადოებისთვის მიმართვის მიზნით იყენებდა.

„ბატონი ზაზა ვერ გამოდის… საზოგადოებას უნდა რომ მიმართოს. გადაგიწყვიტოთ მაშინ ეს საქმე საზოგადოებამ...“ – განაცხადა ნადარაიამ.

მოსამართლის ამ რეპლიკას ბიბილაშვილმა უპასუხა, რომ „ეს საქმე ეხება საზოგადოებას“, რის შემდეგაც სასამართლოს თავმჯდომარემ მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

„ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი. მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ზაზა, სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცილება და გადაჭარბებაა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სასამართლო რომ გაგაფრთხილებს, შეურაცხყოფის შემცვლელ ელემენტებსაც არ მიაქცევს ყურადღებას და კიდევ იმავეს აკეთებ... ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის“, – განაცხადა ნადარაიამ.

ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და სასამართლოს მხარეების მიმართ არათანაბარ დამოკიდებულებაში დასდო ბრალი.

„ძალიან ლოგიკურია ეს და ხაზს უსვამს თქვენს მიუკერძოებლობას, ერთ მხარედ გამოდიხართ. ყოველ ჯერზე უბრალოდ ვითხოვდი, რომ ყოფილიყო თანასწორი მიდგომა მხარეებს შორის“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

საპასუხოდ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესზე მხარეების მიმართ თანასწორი მიდგომაა უზრუნველყოფილი.

„აბსოლუტურად თანასწორი მიდგომაა. უთანასწორობას ითხოვთ თქვენ თქვენს სასარგებლოდ“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა