ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის განკარგულების თანახმად, გლოვის დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.