პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა

ნახვები: 278 დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანში ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრი, რომელსაც ეძებდნენ, იპოვეს და ის ახლა უსაფრთოხდაა.

"ჩვენ ის ვიპოვეთ! ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, აშშ-ის სამხედროებმა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს [...] სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი პოლკოვნიკი ახლა უსაფრთხოდ და უვნებლადაა. ის ირანის მთიან რეგიონში იმყოფებოდა, მტრები მასზე ნადირობდნენ და ყოველ საათში უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ, თუმცა ის მარტო არასოდეს ყოფილა, რადგან მისი მთავარსარდალი, ომის მინისტრი, გაერთიანებული შტაბების მეთაურების ხელმძღვანელი და სამხედროები მის ადგილსაყოფელს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ და მის გადარჩენას  გულმოდგინედ გეგმავდნენ [...] მან დაზიანებები მიიღო, თუმცა კარგად იქნება. ჩვენ არასდროს დავტოვებთ არცერთ ამერიკელ მებრძოლს". - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ორი სატრანსპორტო სამხედრო თვითმფრინავი, რომლებითაც ირანში გადარჩენილი მფრინავი და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავდათ, ქვეყნის შიგნით შეფერხდა და მათი აფეთქება გახდა საჭირო, რომ საჰაერო ხომალდები ირანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში.

შემდეგ აშშ-მა სამი ახალი თვითმფრინავი გააგზავნა ირანში, რათა „ეფ-15“-ის ეკიპაჟის წევრი და სხვა სამხედროები გამოეყვანათ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ირანში ჩატარებულ სამაშველო ოპერაციაში სპეციალური ოპერაციების ასობით ჯარისკაცი მონაწილეობდა.

გამოცემა ასევე წერს, რომ გადარჩენილი სამხედრო შეიარაღების ოფიცერია. ის მკურნალობის მიზნით ქუვეითში გადაიყვანეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა