პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

The Times - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ

ნახვები: 323 The Times - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, ქმედუუნაროა და სამედიცინო მკურნალობას წმინდა ქალაქ ყუმში გადის, - The Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია დიპლომატიურ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-სა და ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს გაუზიარეს.

დოკუმენტის თანახმად, ლიკვიდირებული ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შვილი, უგონო და მძიმე მდგომარეობაშია.

„მოჯტაბა ხამენეი ყუმში მძიმე მდგომარეობაში მკურნალობს და რეჟიმის რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ შეუძლია“, - აღნიშნულია ჩანაწერში.

ირანმა მარტში დაადასტურა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი ომის პირველივე დღეს იმავე საჰაერო თავდასხმის დროს დაიჭრა, რომლის დროსაც მისი მამა, დედა, მეუღლე ზაჰრა ჰადად-ადელი და ერთ-ერთი ვაჟი დაიღუპნენ. ომის დაწყებს შემდეგ მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ არასდროს გამოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ მარტის დასაწყისში ის მამამისის მემკვიდრედ აირჩიეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა