მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა

ნახვები: 331 აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა

ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

„ბლოკადა 36 საათზე ნაკლებ დროში განხორციელდა. აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო უპირატესობას ინარჩუნებს“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, ბრედ კუპერი.

კუპერის ცნობით, აშშ-მა ბლოკადის მეშვეობით ირანში საზღვაო ეკონომიკური ვაჭრობა შეაჩერა.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა 13 აპრილს ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში მოქმედებს და დროშის მიუხედავად ყველა გემზე ვრცელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა