Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

Axios: მარკო რუბიომ გაერო-ში ირანის დელეგაციას აშშ-ის დატოვება უბრძანა

ნახვები: 500 Axios: მარკო რუბიომ გაერო-ში ირანის დელეგაციას აშშ-ის დატოვება უბრძანა

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაერო-ში ირანის დელეგაციის წევრებს, მათ შორის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, შეერთებული შტატების დატოვება უბრძანა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის დელეგაცია აშშ-ში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა. რუბიომ დელეგაციის წევრებს ქვეყნის დატოვება ორშაბათს, მას შემდეგ უბრძანა, რაც მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

Axios-ის წყაროების ინფორმაციით, ორშაბათს თეთრ სახლში ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ დისკუსიებში გარკვეული პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან პოზიციების დათმობას არცერთი მხარე არ დათანხმდა.

რუბიოს გადაწყვეტილება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისაც შეეხო.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბრძანების შემდეგ, აბას არაღჩის ხელმძღვანელობით ირანის დელეგაციამ ნიუ-იორკი დატოვა და დოჰაში გაემგზავრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა