War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president
ზელენსკი: უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს

ბრიტანეთმა უკრაინას გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი პარტია გადასცა

ნახვები: 571 ბრიტანეთმა უკრაინას გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი პარტია გადასცა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების, „სთარსთრიქის“ პირველი პარტია გადასცა, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უოლესის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენებაში მომზადება უკვე გაიარეს და შეიარაღება უკვე მათ ხელშია.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის დასახმარებლად გაერთიანებული სამეფო ყველაზე მეტს აკეთებს.

„სთარსთრიქი“ არის ბრიტანული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომელიც შექმნილია ვერტმფრენებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების განადგურებისთვის.

„სთარსთრიქი“ ითვლება მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტად. სისტემას შეუძლია, საჰაერო სამიზნეების განადგურება ხუთ კილომეტრამდე სიმაღლეზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა