დღეს ქართულ ვესტიმენტარულ სამყაროს საკუთარი განუმეორებელი სტილი აქვს, რომელსაც პრაქტიკულად შეუცდომლად, ყველგან და ყოველთვის გამოარჩევ. მოდა დიდი ხანია, არავის არაფერს კარნახობს და არც თავის თავს ახვევს ვინმეს. მიუხედავად ამისა, Total look-ი ძველებურად მოთხოვნადი დარჩა მხოლოდ გამოუცდელი „Fashionista"-სა და ბუტიკის გაწაფული გამყიდველებისთვის.
ვინც საკუთარ თავს თანამედროვე მოდის ტენდენციების ჭეშმარიტ მცოდნედ მიიჩნევს, Total look-ს საკმაოდ სიფრთხილით ეკიდება. ეს ადამიანები კარგად გრძნობენ ტენდენციებს. რეალურად აცნობიერებენ, რომ წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც მოდური და ცნობილი ადამიანების (ან მათი მიმდევრების) გარდერობები მხოლოდ ლეიბლიან ნივთებს, აღიარებული დიზაინერებისა და წარმატებული მოდის სახლების ლოგოებს ითავსებდა. თავის მხრივ, მოდურ სახელებზე მზარდმა მოთხოვნილებამ და ბრენდული ნივთების მოულოდნელად ადვილმა ხელმისაწვდომობამ, Total look-ის მიმართ ქართველი ქალბატონების „შვიდი" დამოკიდებულება განაპირობა.
დღეს Total look-ის ფილოსოფია - მორიგი მოდური ტენდენციის ზეწოლის გამო - უკან იხევს. მოდური ქართველი საზოგადოება კვლავ ძიებაშია. ამასობაში თბილისელები სიამოვნებით „მიქსავენ" სხვადასხვა სტილის, მიმართულებისა და ფასების ნივთებს, ჩაცმულობაში კი თავისუფალ სტილს ირჩევენ. მსუბუქი, ოდნავ შესამჩნევი შტრიხების გამოყენებით ქმნიან ფსევდოდაუდევრობის ხასიათს. შეიძლება ითქვას, თბილისელთა ყოველდღიურ ჩაცმულობაში ვიზუალური სახის დღევანდელი ნორმაა: ინდივიდუალური სტილისა და გააზრებული დაუდევრობის გამოკვეთა, კომფორტი, თვითგამოხატვის სრული თავისუფლება, შეთავსება შეუთავსებელთან, მოხერხებულობისა და აქტიურობის ხელშემწყობი ერთობლიობა...
ჩვენი დაკვირვებით, დღევანდელი ქართული სთრითსტაილი (ქუჩის სტილი) აგებულია „შეურიე და შეათავსე" (Mix and Match) პრინციპზე. ეს სტილი Total look-ის „ერთიანი სტილის" იდეას უპირისპირდება, როდესაც მოდური ქალბატონები თავიდან ბოლომდე ერთი დიზაინერის ან ერთი მაღაზიის ნივთებით იყვნენ შემოსილნი. მოდის განვითარების მიმდინარე ეტაპზე, ქალბატონების ლეიბლისადმი სიყვარული და თაყვანისცემა ადგილს უთმობს უნიკუმს - ხაზგასმულ ინდივიდუალურობას, საკუთარ გარეგნობაში ორიგინალური, განუმეორებელი დამოუკიდებლობისა და იდეურობის გამოვლენას.
ალტერნატიული არჩევანი ტანსაცმელში დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. შესაძლებელი გახდა, „სხვანაირად" გამოიყურებოდე, ანუ სხვადასხვა სტილის ნივთების შერევა-შეწყობა და არა ერთიანი მოდის აყოლა. როგორც ჩანს, თანდათან ვუახლოვდებით რუბიკონს, საიდანაც თავისუფალი აზროვნებისა და ყველა სტილის აკრძალვის ერა მოჩანს. თბილისის ქუჩებში ირევა ადამიანთა ნაკადები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ინდივიდუალურობის თავისუფლება, შემოქმედებითობა, საკუთარი „მე"-ს წინ წამოწევა. მათი ჩაცმულობა ავანგარდული და თამამია და, ამავდროულად, ეპატაჟისგან შორს მდგომი. თუმცა, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ისევ რჩეულთა ხვედრია საკუთარი გემოვნების კულტურა. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ინდივიდუალურობისკენ სწრაფვა ყოვლისმომცველი არ გახდება.
ამ ფონზე, თბილისში დიდ პოპულარობასა და აღიარებას აღწევს მულტიბრენდული ბუტიკები ინგლისური მოდური სალონების ქეისკიტის (Casekit) ფორმატში. ქეისკიტი ელიტური ბუტიკებისა და მაღაზიების ყურადსაღები ჰიბრიდია, მოდური საქონლის უფრო ხელმისაწვდომი და ფართო ასორტიმენტით, რომელიც ლოგიკურად ჩაეწერა მულტიბრენდების ბუტიკების პოლიტიკაში. ერთი მხრივ, ის რამდენიმე ბრენდს წარმოადგენს, ამავე დროს თავის ასორტიმენტს მოარგო შეზღუდულ გამოცემათა ხაზები (Limited edition), რითაც აუდიტორიის „რჩეული" ნაწილი მოისყიდა. ბუტიკებში ბრენდები ისეა შერჩეული, რომ საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა ყველასთვის შესაძლებელია. მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ უგემოვნოდ ჩაცმულის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად ამისა, მაინც შეიმჩნევა ბუტიკებისა და ქეისკიტების უმეტესი ნაწილის საქმიან პოლიტიკაში ვარსკვლავური სახელებისა და ბრენდების მაღალ პოპულარობაზე ორიენტირება. ჩვენს აუდიტორიაზე ეს სტრატეგია, ალბათ, დიდხანს იქნება მორგებული. ჩვენი რწმენით, ტოტალური აკრძალვების რთული პერიოდი კიდევ დიდხანს იქნება გარანტი გახმაურებული ბრენდების მიმართ საზოგადოების ხანგრძლივი და სრულიად გულწრფელი თაყვანისცემისა. მაგრამ თანამედროვე საქართველო უცილობლად ცდილობს რა ჩამოშორდეს თავის არცთუ შორეულ წარსულს, მიზანმიმართულად ირგებს ცხოვრების ახალ წესს, ახალ კულტურას, ახალ მოდას.
----
Today, the Georgian vestimentary world has its own unique style that everywhere and always can be practically impeccably differed. It is a long time since the fashion has neither dictated anything nor pressed upon anyone. However, Total look has remained in demand only for inexperienced "Fashionista" and boutique skilled sellers.
Those, who consider themselves as experts of modern fashion trends treat Total look with caution. These people have a good sense of trends. They effectively realize, that the time, when the wardrobes of fashionable and famous people (or their followers) were only fitted with labeled things as well as logos of recognized designers and successful fashion houses, has been left in the past. In turn, the growing demand for fashion houses and unexpected availability of brand items resulted the Georgian womens "seven" attitudes toward the Total look.
Today, philosophy of Total look - because of the pressure of another fashion trend - backs away. The fashionable Georgian society is still in search. Meanwhile, Tbilisians "mix" the things of different styles, directions and prices with great pleasure, and choose freestyle in casual dress. With the use of light and slightly noticeable features, they create a pseudoneglect mood. It can be said that, today, casual clothing visual norms for Tbilisians are as follows: expressing of individual style and thoughtful negligence, comfort, full freedom of expression, matching with incompatibility, combination of convenience and activeness...
According to our observation, Georgian Street Style (Street Style) of nowadays is built on the principle of "Mix and Match". This style contradicts with the idea of "unified style" of the Total look, when fashionable ladies were fully clothed with garments of one designer or shop. Within the current stage of fashion development, the love and adore of the ladies toward the label leaves room for unicum - emphasized individuality, expression of originality, inimitable independence and progressive character in ones own appearance.
Alternative choice in clothing is available to everyone today. It has become possible to look "different", i.e., mixing and matching of different style things and not following the overall fashion. As it seems, we are slowly approaching the Rubicon, from which the era of prohibition of free thinking and all styles can be seen. Flows of people are mixed in the streets of Tbilisi, and freedom of individuality, creativity, and self-promotion are important for them. Their clothes are avant-garde and daring, and at the same time, far from outrageous behavior. However, it can also be said, that ones own taste culture is still the prerogative of a chosen few. Anyway, at least until the striving for individuality becomes comprehensive.
In this circumstance, multibrand boutiques are gaining popularity and recognition in Tbilisi in the form of Casekit English fashionable salons. Casekit is a significant hybrid of elite boutiques and shops, with more affordable and wide range assortment of fashionable goods, that logically entered in multibrand boutique politics. On the one hand, it represents several brands, and at the same time has tailored Limited Edition to its assortment, and has won the "favorite" part of the audience. At boutiques, brands are chosen so that it is possible for everyone to create their own individual style. Consumers should not be afraid of leaving the impression of tasteless dressing. Even though, the most of the boutiques and Casekits however focus on the high popular brands and star names in their business policy. It seems that this strategy will be tailored to our society for a long term. We believe that a difficult period of total prohibitions will be a long term guarantee for sincere and long worship of society toward high-profile brands. But modern Georgia unalterably tries to get away from its yesteryear and deliberately chooses a new lifestyle, a new culture and a new fashion.
კულტურის კვლევების დოქტორი (თსუ),
მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი (თსსა)
ნინო მგალობლიშვილი
Doctor of Cultural Studies (TSU),
Head of Fashion Design, Professor (TSAA)
Nino Mgaloblishvili