ლევან სანიკიძე - არაფერი მაქვს სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, სად და ვისთან ერთად ვიყავი
თიბისის დაფინანსებით თბილისში მონტესორის პირველი ბაღი გაიხსნა
არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალი წარუდგინეს
Russian army loses 1,090 soldiers and one air defense system in war against Ukraine
Air Force shows how Skynex complex destroys Russian drone
NG soldiers show how they destroyed 18 shelters with Russian invaders

ბოიკოტი თუ ბრძოლა ყველა მიმართულებით?

11.08.2025 ნახვები: 1190

რამდენიმე დღის წინ, თბილისში რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციაზე მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა აქციის მონაწილეთა ნაწილს და “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას შორის.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი - ალბათ ყველასთვის გასაგებია - პარტიის გადაწყვეტილება მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალურ არჩევნებში.

გასაგებია, რომ ამ აქციაში აქტიურად ჩართული ადამიანები დადიან იქ უკვე 9 თვე, სიცივეში და სიცხეში, ჯარიმების, დაპატიმრებების, და საპოლიციო ტერორის მიუხედავად.

ამიტომაც, ისინი საკითხებს აღიქვამენ ბევრად უფრო ემოციურად და მზად არიან საერთოდ გარიყონ ოპოზიციის რიგებიდან პარტიები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. თუმცა, თავისთავად, ოპოზიციური პარტიის გარიყვა და მისი მტრად გამოცხადება აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას - ქოცები დიდი სიამოვნებით უყურებენ იმ კინკლაობას, რომელიც დღეს ფართოდ გაიშალა მათ მოწინააღმდეგეთა ბანაკში.

სადღეისოდ უკვე არ არსებობს არანაირი, მეტ-ნაკლაბად ერთიანი ოპოზიცია - კაცმა რომ თქვას, ის არც არასდროს არსებულა და ოპოზიციის გაერთიანების ყველა მცედელობა იყო მოჩვენებითი და მოკლევადიანი.

თუმცა დღეს მუნიციპალური არჩევნების საკითხმა საბოლოოს დაშალა ოპოზიცია, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება ყველაზე, როგორც ერთ ბანაკში, ასევე მეორეში.

პოზიციები ძალიან მარტივი და გასაგებია - ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არსებული სისტემის პირობებში უაზრობა და თავის დამცირებაა. ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ, მათი აზრით “ლელოს” და “გახარისტების” ჩართვა არჩევნებში ნიშნავს ხელისუფლების კანონიერების და ლეგიტიმურობის აღიარებას.

არის კი ეს სინამვილეში ასე? ნიშნავს თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარებას? ანუ, იცვლება თუ არა რამე უარყოფითისკენ იმით, რომ 2 ბარიერგადალახული პარტია იღებს მონაწილეობას არჩევნებში?

არ ნიშნავს. იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ლეგიტიმურობის კუთხით არის არა ოპოზიციის აზრი, არამედ თავად ქოცების უმზგავსო საქციელი.

ოცნებას დღესვე შეუძლია მიიღოს გარკვეული ლეგიტიმაცია - რა თქმა უნდა, ის არ იქნება ოპტიმალური ევროპასთან და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის დაბრუნებისთვის, თუმცა, სანქციების თავიდან არიდებისთვის სრულიად საკმარისია. ამისთვის საჭიროა სულ ცოტა რამ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქნება.

ანუ, საკმარისია, ქოცობა დაუბრუნდეს 2024 წლის აპრილამდე (აგენტების კანონის დაინიცირებამდე) არსებულ მდგომარეობას - და ის შეძლებს გარკვეულ დონეზე დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას. და მას ამაში ვერანაირი არჩევნების ბოიკიტი ვერ შეუშლის ხელს.

ბიძინა ივანიშვილი თავად, თავისი ფსიქიკური არაადეკვატურობის გამო, უარს ამბობს ამ პერსპექტივაზე, შესაბამისად, ამ კუთხით არც სხვა პოლიტიკური პარტიები სჭირდება მაინც და მაინც.

ჩვენ ყველა ვხედავთ - ხაზარაძე და ჯაფარიძე ციხეში არიან იმის მიუხედავად, რომ მათი პარტია მიდის არჩევნებზე. ანუ, ოცნებისთვის ოპოზიციის მონაწილეობა არჩევნებში არაა იმდენად ძვირფასი, რამდენადაც ეს წარმოუდგენიათ გეგელიასთან კონფლიქტში შესულ აქტივისტებს.

“ლელოს” თავისი არგუნემტაცია აქვს - ხელისუფლებას უნდა ებრძოლო ყველა მიმართულებაზე, ყველა ფრონტზე - ქუჩა, სასამართლო, საკონფერენციო დარბაზი, საერთაშორისო არენა, და მათ შორის არჩევნები. ბევრ ქვეყანაში, დიქტატურასთან მებრძოლი პარტიები  და სამოქალაქი სექტორი იღებს მონაწილეობას არჩევნებში იმის იმედით, რომ ერთხელ წყლის წვეთმა შესაძლია გახეთქოს ქვა.

თანაც - რა არის ალტერნატივა? არ მივდივართ არჩევნებზე და რას ვაკეთებთ ამის სანაცვლოდ? ქუჩიდან რევოლუვციის შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს, მშვიდობიანად ქოცები ცოცხალი თავით არ მიდიან. მაშ რას ვაკეთებთ? ჩიხში ვართ?

თუ ჩიხში ვართ - რა მიზეზი გვაქვს ხელისუფლებასთან ბრძოლის ესა თუ ის ხერხი არ გამოვიყენოთ, თუნდაც მცირე შანსით? სულ არაფერს - მაინც ხომ ჯობია?

მეორე ბანაკში მყოფი ოპოზიცია და აქტიური საზოგადოება ამ პოზიციას არ ეთანმხება და არსებულ საპროტესტო მოძრაობას განწირულად საერთოდაც არ მიიჩნევს.

თუმცა, ამის მიუხედავად, დაუშვებელია დემოკრატიული ნორმების დარღვევა ჯერ კიდევ ამ სტადიაში, როდესაც ხელისუფლების კოლაფსი ჯერ ახლოსაც არ ჩანს.

ამიტომაც ოპოზიციის მომხრეების დაპირისპირება სხვა ოპოზიციონერებთან, მით უმეტეს საჯარო სივრცეში - სრულიად დაუშვებელია.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა