კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კაია კალასი - რუსეთს მშვიდობა არ სურს

ნახვები: 458 კაია კალასი - რუსეთს მშვიდობა არ სურს

ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს კოპენჰაგენში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა.

„დღეს განვიხილავთ, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, მიუხედავად დიდი დიპლომატიური ძალისხმევისა, რომ ზელენსკი და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით გაყინული აქტივების საკითხსაც სიღრმისეულად განვიხილავთ. გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს და ამის შესახებ დებატები ნამდვილად გვჭირდება. ვერ წარმოვიდგენთ იმას, რომ ეს აქტივები, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, კვლავ რუსეთს დაუბრუნდეს, თუ ის რეპარაციებს არ გადაიხდის“, - განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

„რა თქმა უნდა, ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას განვიხილავთ და იმას, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. სამწუხაროდ, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა და ეს კვლავ პრობლემად რჩება“, - აღნიშნა კაია კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა