გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

მაქსიმ შევჩენკო- დავაბრუნოთ დევნილები, საქართველო უარს იტყვის NATO-ზე

ნახვები: 918 მაქსიმ შევჩენკო- დავაბრუნოთ დევნილები, საქართველო უარს იტყვის NATO-ზე

აშშ-ში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლით, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით საკუთარი პოლიტიკის გააქტიურება დაიწყო, რუსეთში ხვდებიან, რომ თავისუფალი ცურვის რეჟიმის პერიოდი დასასრულისკენ მიდის.

პოლიტიკოსი მაქსიმ შევჩენკო პირდაპის სდებს ბრალს კრემლს იმაში, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით კრემლმა ხელი ჰკრა საქართველოს და ამით ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობაც დახურა. 

შევჩენკო აღიარებს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური ძალა, მათ შორის მოსკოვისადმი ყველაზე ლოიალურად განწყობილი, რომელიც რუსეთს რეალურად დაელაპარაკება რაიმე ფორმით თანამშრომლობაზე - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის პირობებში.

რუსი პოლიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ 6 ერის გაერთიანება საქართველოს გარეშე ფიქციაა, ხოლო საქართველო მასში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის პიროებში არ გაერთიანდება.

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შევჩენკო რუსეთის ხელისუფლებას სთავაზობს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დააბრუნოს ქართველი დევნილები. შევჩენკო მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით რუსეთი გააძლიერებს საკუთარ გავლენას კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში.

მისივე თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების გადაჭრის შემთხვევაში საქართველო უარს იტყვი NATO-სა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ შევჩენკოს მიერ გაჟღერებული თემა პირველად არ ხდება მსჯელობის საკითხი, თუმცა მას მუდმივად წინააღმდეგობა ხვდება აფხაზეთისა ადგილობრივი მოსახლეობის და პოლიტიკური კლასის მხრიდან. მიზეზად კი ექპერტები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები აფხაზებმა და ადგილზე მცხოვრებმა სომეხმა დაისაკუთრეს.

სხვადასხვა ინფორმაციების შეჯერებით, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში 220 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როდესაც, 1993 წელს დასახლებული იყო 550 ათასზე მეტი ადგილობრივი მოსახლე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა