ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ან გამოყენების აუცილებლობის შესაძლებლობაზე ფუჭი კომენტარები არ უნდა გააკეთოს-ჯო ბაიდენი

28.04.2022 ნახვები: 685

რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ან მათი გამოყენების აუცილებლობის შესაძლებლობაზე ფუჭი კომენტარები არ უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსული კომენტარები ბირთვული ომის შესაძლებლობის შესახებ უპასუხისმგებლო იყო.

ბაიდენის განცხადებით, არ არის სიმართლე, რომ აშშ და ნატო რუსეთთან მარიონეტულ ომში არიან.

„მათი განცხადებები ნამდვილად მაწუხებს, რადგან ეს აჩვენებს იმ სასოწარკვეთას, რომელსაც რუსეთი განიცდის სასტიკი წარუმატებლობის გამო, რომ ვერ შეძლეს იმის გაკეთება, რასაც თავიდანვე აპირებდნენ. ვფიქრობ, რომ ეს უფრო ასახავს არა სიმართლეს, არამედ მათ წარუმატებლობას“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, ნატო-სა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის ყველაფრისთვის, რასაც რუსები აკეთებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა