Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ადამ კინზინგერი - თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ ან/და ბირთვულ იარაღს. ჩვენ უნდა დავდგეთ კაცობრიობის მხარდასაჭერად და პუტინი უნდა შეჩერდეს

ნახვები: 569 ადამ კინზინგერი - თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ ან/და ბირთვულ იარაღს. ჩვენ უნდა დავდგეთ კაცობრიობის მხარდასაჭერად და პუტინი უნდა შეჩერდეს

ამერიკელმა სენატორმა, ადამ კინზინგერმა რეზოლუცია წარადგინა, რომლის მიხედვით, რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტს სამხედრო ძალების გამოყენების უფლება ექნება.

ინიციატივა, სახელწოდებით „2022 წლის რეზოლუცია ამერიკის მოკავშირეების დასაცავად სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვის შესახებ“ ხელისუფლებას უფლებას მისცემს, გამოიყენოს აშშ-ის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი გააძლიერებს თავის უსამართლო ომს აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირეების წინააღმდეგ.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი პოზიცია – თავისუფლებისადმი ჩვენმა ერთგულებამ ავტოკრატები თავდაცვაზე გადაიყვანა და გააძლიერა დემოკრატიები მთელ მსოფლიოში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება მერყეობდა და ტირანებმა, ვლადიმერ პუტინის მსგავსად, გამოიყენეს ეს დაუცველობა. დღეს ამერიკას აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი მხარდაჭერა თავისუფლების მაძიებელი ხალხის მიმართ და მტკიცედ შეეწინააღმდეგოს ავტორიტარიზმს. მე წარვადგენ ამ რეზოლუციას, როგორც მკაფიო წითელ ხაზს, რათა ადმინისტრაციამ მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ ან/და ბირთვულ იარაღს. ჩვენ უნდა დავდგეთ კაცობრიობის მხარდასაჭერად და ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, პუტინი უნდა შეჩერდეს. შესაბამისად, მსოფლიოს უდიდესი არმიის მთავარსარდალს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და საშუალებები, განახორციელოს საჭირო ქმედებები ამისთვის“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა