ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

კელი დეგნანი ასოციაცია „ჩაის გზის“ წევრებს შეხვდა

04.05.2022 ნახვები: 556

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დღეს ბიოფერმერ დავით თანეიშვილსა და ასოციაცია „ჩაის გზის“ წევრებს ესტუმრა.

აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ საქართველოში აგროტურიზმს უდიდესი პოტენციალი აქვს და ამერიკის მთავრობა ამ სფეროს განვითარებას ეხმარება.

„მოხარული ვართ ჩვენი ახალი პარტნიორობით ასოციაცია „ჩაის გზასთან“, რათა დავგეგმოთ და განვახორციელოთ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პროექტი „გურიის ჩაის გზა“. ეს იქნება ნაწილი გურიის სტუმარმასპინძლობის უფრო მასშტაბური პროექტისა, რომელიც აერთიანებს სათავგადასავლო გამოცდილებას, ღვინოს, გასტრონომიას, აგროტურიზმსა და ეთნოგრაფიას. საქართველოს პირველი სერტიფიცირებული ბიოფერმერი დავით თანეიშვილი ამ პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია. დღეს ელჩი დეგნანი დავითსა და ასოციაცია „ჩაის გზის“ სხვა წევრებს ამ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ შეხვდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა