თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ერდოღანი - დროა, ევროკავშირმა უკრაინის ომის ფონზე ახალი ისტორია დაწეროს

09.05.2022 ნახვები: 593

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირს ახალი ისტორიის დაწერისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს და ბოლო წლების მანძილზე იმყოფება წევრი ქვეყნების მოკლევადიანი პოლიტიკების გავლენის ქვეშ, დროა, დაწეროს ახალი ისტორია უკრაინაში ომთან ერთად“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ევროპის დღეს აღნიშნავს 1999 წლიდან, როდესაც ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მან მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის პროექტს, რომელიც დაიწყო 1950 წლის 9 მაისს, შუმანის დეკლარაციით.

„შუმანის დეკლარაციაში ჩამოყალიბებულმა იდეებმა ევროპის ქვეყნებს საშუალება მისცა, დაევიწყებინათ უთანხმოებები და მტრობა და გაერთიანებულიყვნენ მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის მთელი მსოფლიოს დამანგრეველი ომის შემდეგ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ის გამაფრთხილებელია ბლოკისთვის, რომელიც მოითხოვს სოლიდარობას, თანამშრომლობას და ასევე, შორსმჭვრეტელ და გაბედულ პოზიციას. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის და თურქეთის მრავალმხრივ კავშირებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკურმა ბლოკმა და თურქეთმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საერთო ღირებულებებზე და არა განსხვავებებზე.

„უკრაინაში ომის შედეგები, რომლებმაც უკვე მიაღწია გლობალურ მასშტაბებს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურქეთს ევროკავშირისთვის მრავალ სფეროში, უსაფრთხოებაში, მიგრაციაში, მიწოდების ჯავების და ენერგეტიკის მიმართულებით. ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანების პროცესი, რასაც მიუხედავად ყოველმხრივი წინაღობებისა. თურქეთი მოთმინებით და მტკიცედ უჭერს მხარს, კონსტრუქციული მიდგომით უნდა წარიმართოს“, – განაცხადა რეჯეფ თაეფ ერდოღანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა