კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union
გიორგი ვაშაძე - ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვამბობ, ეს არის ორმაგი თამაში
დონალდ ტუსკი - საფრთხე მართლაც სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით

ომი და ახალი შესაძლებლობები

10.05.2022 ნახვები: 930

დღეს უკვე ცალსახა და აშკარაა, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ 9-წლიანი მმართველობა დაკარგულია. ქოც-ჩინოვნიკები ბევრს ლაპარაკობენ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც თითქოს და უნიკალურია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ თითქმის მთელს მსოფლიოში.

ამ საკითხში ისინი, ისევე როგორც თითქმის ყველაფერში, უღმერთოდ იტყუებიან და თაღლითობენ. არ შეიძლება საქართველოს ეკონომიკის ზრდა თურქეთს, ან ევროპას შეადარო - რაც უფრო ძლიერია ეკონომიკა, მით ნაკლებია მისი ზრდა, და არა პირიქით. თუ თქვენ გქონდათ ერთი კომპიუტერი და წლის მანძილზე იყიდეთ მეორე - ეს უკვე 100% ზრდაა, და თუ თქვენ გაქვთ მილიონი კომპიუტერი და იყიდეთ 10 000 - ეს მხოლოდ 1%-ანი ზრდაა.

ამიტომაც თურქეთზე ან ევროპაზე, ან კიდევ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მაინც და მაინც არაფერზე არ მეტყველებს. ეკონომიკის ანბანია თითქოს, მაგრამ, დღეს, 21-ე საუკუნეში ამაზე საუბარი, როგორც ვხედავთ გვიწევს.

ქოცების დროს არ გაჩენილა არაფერი ახალი - არც ერთი საქონელი, რომელიც 2012 წლამდე არ იწარმოებოდა და ამჟამად იწარმოება. არც ერთი პროდუქტი, რომელიც ადრე ექსპორტზე არ გადიოდა და დღეს გადის. ჩვენი საექსპორტო კალათა 15 წლის მანძილზე არ იცვლება - ფერო, სპილენძის კონცენტრატები, სასუქები, ავტომობილები, ღვინო, ცოტა ხილი, ცოტა ტრიკოტაჟი..სულ ესაა.

საქართველოში დღეს საქმიანობენ თითქმის მხოლოდ იგივე მსხვილი კომპანიები, რომლებიც ასევე აქტიურად მუშაობდნენ 2012 წლამდე - ჩაიხედეთ ქართულ ეკონომიკაში და დაინახეთ ერთსა და იგივე სახელებს, არავითარი სიახლე და წინსვლა. საქართველოში მეტ-ნაკლებად ვითარდება იგივე დარგები, რაც იყო 2012 წლამდე - ტურიზმი, მშენებლობა. ფინანსები, სათამაშო ინდუსტრია, მანქანების რეექსპორტი. აქაც - არავითარი წინსვლა ან სიახლე, არანაირი ახალი დარგები და მიმართულებები...

ქოცები ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ილუზიის შესაქმნელად და ცხოვრების დონის ოდნავ გაუმჯობესებისთვის ყველაზე მარტივი გზით წავიდნენ - 2012 წლის ეკონომიკას დაუმატეს მხოლოდ ერთი ელემენტი - რუსეთი. ღვინის ექსპორტი გაიზარდა - რუსეთის წყალობით. ხილის ექსპორტი გაიზარდა - რუსეთში. ტურისტების რაოდენობამ მოიმატა - ისევ და ისევ რუსეთი.

ყველგან, სადაც ქოცურ საქართველოს რაიმე წინსვლა აქვს - ყველგან რუსული კუდი ჩანს, მეტიც - თუ რამეზეა გათვლა, თუ რამეზე იმედები მყარდება სამომავლოდ - ისევ და ისევ - რუსეთი, რუსეთი, რუსეთი...

უსაქმურმა ქოცობამ და მუქთახორა ქართულმა ბიზნესმა ერთმანეთი იპოვეს - ორივეს სურს სიარული მარტივი გზით, მეტი მოგება ნაკლები შრომის და ტვინის ჭყლეტის პირობებში. ეს უკანასკნელი - განსაკუთრებული პრობლემაა - არც ერთს ზედმეტი ტვინის ჭყლეტა არ უყვარს.

რუსული ხაფანგი არაერთხელ ამოქმედებულა - ჩაიკეტა საზღვრები, გაუქმდა ავიარეისები, შემცირდა ექსპორტი. თუმცა, ბიზნესიც და ხელისუფლება ამ ვითარებაში ეძებდა არა ახალ შანსებს და შესაძლებლობებს, არამედ ძველის აღდგენის ხრიკებს. იქნება არის რაიმე გზა რუსულ ბაზარზე, იქნებ ცოტა ხანში მდგომარეობა შეიცვლება და ყველაფერი ძველებურად იქნება? ჰო და ზის ქართველი ბიზნესმენი და ქოც-პოლიტიკოსი ჩრდილოეთიდან მზის ამოსვლის მოლოდინში - მორიგ კრიზისამდე...

რუსული დაავადების დაძლევის შანსი გაჩნდა პანდემიის დროს, როდესაც საზღვრები დაიხურა, ხოლო ქართული ექსპორტი რუსეთში განულდა. თუმცა კორონაკრიზისის 2 წლის მანძილზე ქართულ ბიზნესს და ქოცობას არანაირ სიახლეზე არ უფიქრიათ. გაფაციცებით ელოდნენ მხოლოდ ერთ რამეს - როდის გაიხსნება რუსეთი..

ასეც გაგრძელდებოდა უსასრულოდ, რომ არა 24 თებერვალი, როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, ხოლო რუსეთი იქცა კეთროვანად. ამჯერად ქართული ექსპორტი რუსეთში შეწყდა გაცილებით დიდი ხნით, ვიდრე აქამდე იყო - არა იმიტომ. რომ ქოც-მუქთახორებს ბუჩას შემხედვარე ნამუსი გაახსენდათ - არანაირად. ქოცობის ნამუსგარეცხილობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია სოფლის მეურნეობის მინისტრად წოდებული არარაობა, რომელმაც ქართული რძის ნაწარმის რუსეთში ჰიპოტეტურ ექსპორტში „ჩვენი ფერმერებისთვის კარგი შანსი“ დაინახა.

იმდენად სქელკანიანები არიან, რომ ვერც კი მიხვდნენ - „რა იყო, რა თქვა ისეთი?“.. ქოცების და ქართული პარაზიტული ბიზნესის ნამუსი აქ არაფერ შუაშია უბრალოდ რუსეთს არ სცალია ჩვენი მჟავე ღვინისთვის - არც ზედმეტი ფული აქვთ და არ მისი მირთმევის სურვილი. თანაც ანგარიშსწორება ჭირს, შესაძლოა საქონელი წაიღონ და ფული ვერც გადაიხადონ.

დღეს უკვე თავად ისტორიის დინება გვიბიძგებს იმისკენ, რომ ბოლოს და ბოლოს დავძლიოთ ეს ყოვლად სამარცხვინო, არაჯანსაღი დამოკიდებულება მტერ-ქვეყანაზე - ამჯერად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მტერზე. ამავე დროს, წინა წლებისგან განსხვავებით, განგებამ შესაძლებლობებიც მოგვცა.

 ერთ-ერთი მათ შორისაა ის რუსი და ბელორუსი ახალგაზრდები, რომელთა მასობრივმა ჩამოსვლამ საქართველოში დიდი ხმაური და აჟიოტაჟო გამოიწვია. მათი სახით ქვეყანას მიეცა მაღალი ტექნოლოგიებს სექტორის წინ წამოწევის შანსი. სხვა ქვეყნებს ამ დარგის განვითარებისთვის დასჭირდათ ასობით მილიონი დოლარის ჩადება, ინვესტორების მოზიდვა, საგადასახადო შეღავათების დაწესება, განათლების სისტემის ძირეული რეფორმის ჩატარებამ, და ა.შ.

დღეს საქართველოს აქვს შანსი მიიღოს ეკონომიკის მთელი დარგი ისე. როგორც ყველაზე მეტად უყვარს - შრომის და ინვესტიციების გარეშე, თავისთავად, მუქთად.  ამ ვითარებაში ერთად-ერთი ამოცანაა - საქართველოში ჩამოსული რუსი და ბელორუსი პროგრამისტების შენარჩუნება, რაც სურვილის შემთხვევაში რთული ამოცანა არაა.

ქართული საზოგადოება აღშფოთებულია იმით, რომ აქ ჩამოსული რუსები და ბელორუსები ახალ კომპანიებს ქმნიან - თუმცა, შედეგი - მცირე, მაგრამ, მაინც, უკვე გვაქვს - დასაქმების საიტებზე გაიზარდა მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა. ის, 1000-ჯერ ნაგინები კომპანიები დღეს უკვე საქართველოში კადრებს ეძებენ - ამიტომაც, ჩვენ ისინი არათუ არ უნდა გავაგდოთ, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი საქართველოდან არსად წავიდნენ.

მეორე შანსია - ტრანზიტის ზრდა ჩინეთიდან ევროპაში. დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც დიდი ხანი ველოდით - სატვირთო მანქანების და საკონტეინერო გემების რიგებს - ჩინეთი ცდილობს შეამციროს თავისი დამოკიდებულება არასანდო რუსულ ლოჯისტიკაზე და ეძებს ახალ მარშრუტებს. მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე აშკარა და ოპტიმალურია - ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი.

რუსეთის მიერ გაჩაღებულმა სამხედრო ავანტიურამ საქართველო არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური გარღვევის შანსები მისცა - თუ მათ არ გამოვიყენებთ - სამუდამოდ დავრჩებით ჩამორჩენილ, ორღობე-სოფლურ ქვეყნად.

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა