Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine
SBU, National Police detain five organizers of draft evasion schemes
Ukraine and 12 European countries launch new defense cooperation format - Umerov
ISW analyzes changes in Russia's nuclear doctrine

შუა საუკუნეების ქართველი "სტუდენტების" ისტორია

05.05.2021 ნახვები: 1262

საქართველოს ისტორიაში ბევრი დავიწყებული ამბავი არსებობს, ერთ ასეთ ამბავს შუა საუკუნეების ქართველი სტუდენტების ისტორია დავარქვათ.
არსებობს ერთი საოცარი ლექსი აღმაშენებელზე - ,,გიამბობ სიფრიადესა", რომელიც სავარაუდოდ არსენ იყალთოელს ეკუთვნის და სადაც ქართველი სტუდენტები იხსენიებიან:
,,და იყო დიდი სიმრავლე
განარკვთა, თქმულთა ბრძენთასა !
მოწლედ სწყალობდის მოძღუართა
ათინით მონავლენთასა
ათინას სწვრთიდის ჭაბუკთა
იყალთოს მონასმენთასა
და სთესდის მადლს და სიბრძნესა
სულმნთებთა აღმაფრენთასა"
ცნობას, რომ დავითი იყალთოს აკადემიიდან ყმაწვილებს ,,ათინაში", საბერძნეთში გზავნიდა ცოდნის სრულყოფისათვის, ადასტურებს სომეხი ისტორიკოსი ვარდან ბარძმერდეცი, იგი ორმოც ასეთ სტუდენტზე საუბრობს, რაც შუა საუკუნეებისთვის ცხადია კოლოსალური რიცხვია. სტუდენტები და მათი მასწავლებლები რომ უზარმაზარი პატივისცემით სარგებლობდნენ, კარგად ჩანს ქართული სამეფო კარის ეტიკეტიდან, რომლის თანახმადაც რაც უფრო საპატიო იყო დარბაზის წევრი, მით მეტი უნდა გაეარა მეფეს მათ შესახვედრად, ყველაზე საპატიოდ ცხადია ითვლებოდა პატრიარქი და მეფეს მის შესახვედრად ხალიჩა სანახევროდ უნდა გაეარა, მაგრამ ჰოი საოცრებავ, გელათის აკადემიის დიდასკალს და მის სტუდენტებს (,,მოწაფეთა მისთა") მეფე ხალიჩის თავში უნდა შეგებებოდა, პატრიარქზე მეტი პატივი უნდა მიეგო, მე-13 საუკუნეში აყვავებულ სახელმწიფოში მოსწავლეების რიცხვი საოცრად გაიზარდა, მაღალაშვილის სახარების მინაწერიდან ვიგებთ, რომ მხოლოდ ერთ მთიან ეპარქიაში კათალიკოზ ექვთიმეს შვიდი სასწავლებელი ჰქონდა, სადაც სასწავლო პროგრამა ასეთი იყო:
1 - იმ რეგიონის ისტორია, სადაც სკოლაა (ამ შემთხვევაში ალბანეთის)
2 - მსოფლიო ისტორია - ცხოვრება პირველთაგანთა მამათა
3 - საქართველოს ისტორია - ქართლის ცხოვრება
4 - თეოლოგია - სჯული ჭეშმარიტი
5 - ფილოსოფია - ფილასოფოსობაჲ
უმაღლეს სკოლებში კი სწავლება „Trivium Quadrium" - ის მიხედვით წარმოებდა. შთამბეჭდავია, რომ ერთ-ერთი პირველი სტუდენტური კონსპექტი ევროპაში სწორედ საქართველოშია შემონახული, ესაა გელათის აკადემიის დიდასკალის, იოანე პეტრიწისაგან, შედგენილი ერთგვარი კონსპექტი ,,პირველ კურსელთათვის" თუ „პინგვინთათვის" სადაც იგი ზემოხსენებული უმაღლესი განათლების სისტემის დისციპლინების სათითაო დახასიათებას იძლევა სტუდენტებისთვის, რომელთაც იგი ,,გამგონეთ" უწოდებს, რაც იყალთოელის - ,,იყალთოს მომსმენთ", უდრის, ანუ იყალთოში ლექციების მსმენელთ.
როდესაც ვამბობთ, რომ მე-12-საუკუნის საქართველოში რენესანსის ნიშნები გვქონდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო იყო უცხოელი კულტურის წარმომადგენლების თავშესაფარიც. ცნობილია, რომ დავითი მუსლიმ მწიგნობრებს სახლებსაც უშენებდა, მაგრამ რა ხდებოდა ბერძნებთან მიმართებით? მათ გარეშე ხომ რენესანსი არ არსებობს.
ათინა, ანუ ათენი ზოგადად საერო ცოდნის სიმბოლოა, ავტორის მიხედვით ათინიდან - საბერძნეთიდან მეფესთან მასწავლებელნი-მოძღვარნი მოდიოდნენ, მეფე კი მათ წყალობას არ აკლებდა, რაც გასაკვირი არაა, რადგან აღმაშენებელი როგორც აღვნიშნეთ თვით მუსლიმი მეცნიერების დიდი მფარველიც იყო, ამ ცნობას ადასტურებს მისი ისტორიკოსიც, რომელიც შენიშნავს, რომ მასწავლებლებს გელათის ფილოსოფოსიური სკოლისთვის მეფე მხოლოდ საქართველოში არ ეძებდა, მისი ისტორიკოსი იმასაც წერს, რომ დავითმა ,,ძუელნი" (ანტიკურის მნიშვნელობით ხმარობს) წიგნებიც მდიდრად შემოიკრიბა, ამდენად, დავითის საქართველო, ეს იყო რენესანსული იტალიის წინაპარი, სადაც გავლენიანი მეცენატის მაძიებელი ბერძენი ფილოსოფოსები და მათი ტექსტებიც მოიძებნებოდნენ.
,,და სთესდის მადლს და სიბრძნესა
სულმნთებთა აღმაფრენთასა"
ლექსის ეს საოცარი მონაკვეთი რომ გავიგოთ ისევ პეტრიწი უნდა გავიხსენოთ, რადგან აქ მისი ტერმინოლოგია და ლოგიკური კონსტრუქცია გვაქვს, პეტრიწი წერდა, რომ ცოდნის ძიებისთვის სულანთებული ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს თავადაც ისეთ ცეცხლად ინთებოდა, როგორიც მისი ცოდნის საგანი იყო და ეძლეოდა ჭვრეტასა და აღმაფრენას, როგორც ადამიანის არსებობის უმაღლეს დანიშნულებას. ავტორი წერს, რომ დავითი ფილოსოფიის თესვით, ფილოსოფოსიური განათლების გავრცელებით ქმნიდა ისეთ გარემოს, სადაც ადამიანის ანთებული სული ჭვრეტასა და აღმაფრენას ეძლეოდა და ამდენად ადამიანური ყოფიერების უმაღლეს საზრისს ახორციელებდა. დავითი აქ პლატონის იდეალური სახელმწიფოს ფილოსოფოს მმართველადაა დანახული, რომელიც სხვებსაც ეხმარება გახდეს ფილოსოფოსი და იცხოვროს სავსე ცხოვრებით, გაუფანტავად, ადამიანის უმაღლესი მოწოდებით, იქნებ აღმაშენებლის ტიტანური ფიგურა ყველაზე უკეთ სწორედ ამ ლექსშია შეფასებული, რადგან უპირველესად დავითი არა მეფე, ან სარდალი ,,უსწავლელი მელაშქრე" იყო, როგორც თავად ამბობდა, არამედ პედაგოგი, და პედაგოგთა პედაგოგი, როგორც სომხის ფილოსოფიაში ღრმად განსწავლულმა მოძღვრებმა დაასკვნეს მისი მოსმენის შემდეგ და უთხრეს: მეფეო, ჩვენ შენი მასწავლებლების მოსწავლე გვეგონე, მაგრამ როგორც ვხედავთ თვითონ ხარ მასწავლებელთა მასწავლებელი, რომლის სიბრძნესაც ეს შენი ვაიმასწავლებლები ვერ ჩასწვდომიან, ყველაფერი ეს განზოგადებულად დღემდე ასე რჩება, დავითის არცერთი გაკვეთილი: ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მფარველობა, ენერგიული რეფორმები ერის რეალური განათლებისთვის, ეკლესიის გაწმენდა უზნეო და უცოდინარი პირებისგან, სოციალური მსახურების უმაღლესი ხარისხი... ყველაფერი ეს ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის ხელმძღვანელობისათვის დღემდე ღრმად გაუგებარია...

ავტორი: ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა