Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას გეგმავს

ნახვები: 567 რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.

როგორც პრეზიდენტმა, ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, ანკარა გეგმავს სირიის საზღვართან ახალი ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნას, რომლის სიგანე 30 კილომეტრი იქნება.

ერდოღანის თქმით, „ეს აუცილებელია ამ რეგიონებიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად“.

„ჩვენ უახლოეს ხანში ახალ ნაბიჯებს გადავდამთ იმ სამუშაოში, რომელიც დავიწყეთ და რომელიც გულისხმობს თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნას. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენ ქვეყანაზე მუდმივი თავდასხმების ცენტრს და ამიტომაც უსაფრთხოების ზონების შექმნა ჩვენი ოპერაციული პრიორიტეტია. ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვისთვის. ეს ოპერაციები დაიწყება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ძალების მომზადებას დაასრულებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ოპერაციის დაწყების შესახებ 26 მაისს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა