EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran

ოლაფ შოლცი - ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა ამას არ მიიღებს

ნახვები: 715 ოლაფ შოლცი - ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა ამას არ მიიღებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში მიმდინარე ომში. გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა დავოსის ეკონომკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც გააცნობიერებს, რომ არ შეუძლია უკრაინის თავდაცვის გატეხვა.

„ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა ამას არ მიიღებს“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინისა და მისი რეჟიმისთვის ინტერვენციის გამო დაწესებული საფასური უზარმაზარია და ყოველდღიურად იზრდება.

გერმანიის კანცლერმა ასევე პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა წლის ბოლომდე რუსული ნავთობის გამოყენებას შეწყვეტს და ბევრს იმუშავებს რუსულ გაზზე თავისი დამოკიდებულების შესამცირებლად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა