War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president
ზელენსკი: უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს

„დიდი ბრძოლის იქამდე დაყვანა, ვინ იქნება თბილისის მერი, სწორი არ მგონია“ - ანა ნაცვლიშვილი

ნახვები: 571 „დიდი ბრძოლის იქამდე დაყვანა, ვინ იქნება თბილისის მერი, სწორი არ მგონია“ - ანა ნაცვლიშვილი

„კონკრეტულად, თბილისის მერი ვინ იქნება, არ მგონია სწორი. რატომ არ ვმსჯელობთ იმაზე, რატომაა ნაკლები, ვინ იქნება ქუთაისის, ან ბათუმის მერობის კანდიდატი?", - განაცხადა დღეს, 12 მაისს, „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი.

მისივე თქმით, ოპოზციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ საარჩევნო უბნებზე მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მივიდეს.

„თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რიგგარეშე არჩევნების ბედი. შესაბამისად, ძალიან დიდი ამოცანაა შესასრულებელი. ოპოზიციის მოლაპარაკებები, როდესაც უახლოეს მომავალში გვექნება, ორი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტით უნდა გაიმართოს. პირველი, ცხადია კოორდინაცია უნდა გვქონდეს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ აქამდე არსებული რეალობა გავიაზროთ და მივაღწიოთ ფორმულას, რომელიც ყველაზე მეტ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს საარჩევნო უბანზე მიიყვანს.

კოორდინაცია რა ფორმებს მიიღებს, ამაზე საუბარია საჭირო. ამ დიდი ბრძოლის დაყვანა იმ საკითხამდე, კონკრეტულად თბილისის მერი ვინ იქნება, არ მგონია სწორი, რატომ არ ვმსჯელობთ იმაზე, რატომაა ნაკლები, ვინ იქნება ქუთაისის, ან ბათუმის მერობის კანდიდატი?", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა