Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - ივნისში რუსეთმა შესაძლოა, ცოცხალი ძალის დანაკარგების 40 000-იან ნიშნული გადაკვეთოს

ნახვები: 567 ვოლოდიმირ ზელენსკი - ივნისში რუსეთმა შესაძლოა, ცოცხალი ძალის დანაკარგების 40 000-იან ნიშნული გადაკვეთოს

ოკუპანტების მთავარი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა, ისინი ზეწოლას ახდენენ სევეროდონეცკში, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება ფაქტობრივად ყოველი მეტრისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან აქტიური საბრძოლო მოქმედებები ასევე მიმდინარეობს ლისიჩანსკის, ბახმუტისა და სლავიანსკის მიმართულებებზეც.

ზელენსკის განცხადებით, რუსი გენერლები თავის ხალხს საზარბაზნე ხორცად უყურებენ, რის გამოც მიმდინარე თვეში რუსეთს ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები ექნება.

„ტერნოპოლის რეგიონში სარაკეტო დარტყმის შემდეგ ათი ადამიანი კვლავ საავადმყოფოებშია. ამ დარტყმას არ ჰქონდა ტაქტიკური ან სტრატეგიული აზრი, როგორც სხვა რუსული დარტყმების აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს არის ტერორი, უბრალოდ ტერორი. დაშავებულებს შორის არის 12 წლის გოგონა ხარკოვიდან. ის წავიდა ტერნოპოლში რუსული არმიისგან თავის დასაღწევად. ასეთი ფაქტები განსაზღვრავს რუსეთის აღქმას მსოფლიოში: არა პეტრე პირველი ან ლევ ტოლსტოი, არამედ რუსული დარტყმით დაჭრილი და დაღუპული ბავშვები. ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით მარტივ რამეს: უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები. ასეთი სისტემების მიწოდება წელს, გასულ წელს და უფრო ადრეც იყო შესაძლებელი. მივიღეთ ისინი? არა. გვჭირდება ისინი? დიახ. ამ კითხვაზე უკვე გაცემულია 2 606 დადებითი პასუხი რუსული ფრთოსანი რაკეტების სახით, რომლებიც დაეცა უკრაინის ქალაქებში. ეს არის ტრაგედიები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინის მოსმენის შემთხვევაში. რუსული არმია დონბასში სარეზერვო ძალების განთავსებას ცდილობს. მაგრამ რა რეზერვები შეიძლება, ჰქონდეთ ახლა? როგორც ჩანს, ისინი შეეცდებიან ბრძოლაში გადაისროლონ ცუდად გაწვრთნილი წვევამდელები და ფარული მობილიზებით შეკრებილები. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: ივნისში რუსეთმა შესაძლოა, ცოცხალი ძალის დანაკარგების 40 000-იან ნიშნული გადაკვეთოს. მრავალი ათწლეულის განმავლობაში არც ერთ სხვა ომში მათ ამდენი არ დაუკარგავთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა