Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ბრიტანეთმა რუსეთის დელეგაციას, რომელიც ეუთოს სესიაზე მიემგზავრებოდა, ვიზებზე უარი უთხრა

ნახვები: 568 ბრიტანეთმა რუსეთის დელეგაციას, რომელიც ეუთოს სესიაზე მიემგზავრებოდა, ვიზებზე უარი უთხრა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის დელეგაციას, რომელიც ეუთოს (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე დასასწრებად ბირმინგემში მიემგზავრებოდა, ვიზებზე უარი უთხრა.

ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეზე, ვლადიმირ ჯაბაროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯაბაროვის თქმით, სანქციების გათვალისწინებით რუსეთის ხელისუფლებამ სცადა ბრიტანეთისგან მიეღო გარანტიები, რომ დელეგაცია ვიზებს მიიღებდა, თუმცა ბრიტანეთისგან უარი მიიღო.

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერალური ასამბლეის ყველა წევრი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშია, ჩვენ მყისიერად მივმართეთ ასამბლეის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გაერკვიათ და გადაეჭრათ ეს საკითხი და ბრიტანეთის მხარისგან მიეღოთ გარანტიები ჩვენი პარლამენტარებისთვის დიდ ბრიტანეთში შესასვლელი ვიზების გაცემაზე, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ ამ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ აღმაშფოთებელი პასუხი, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას არ შეუძლია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი რუსეთის დელეგაციისთვის ვიზა გასცეს, განურჩევლად ნებისმიერი მიზეზისა, რის გამოც ისინი ქვეყანას [დიდ ბრიტანეთს] ეწვევიან“ - განაცხადა ჯაბაროვმა.

მისი თქმით, ეუთოს 2016 წლის საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის მიხედვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვდომა ეუთოს ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაზე. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ქმედება დისკრიმინაციულია.

ჯაბაროვის ცნობით, რუსეთის დელეგაციამ ასამბლეის წევრებს გაუგზავნა განცხადება, რომ რუსეთის დელეგაციისთვის სესიაში მონაწილეობის ხელშეშლა „სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს თავად ღონისძიებისა და მთელი ორგანიზაციის და სესიაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების სანდოობას, მათ შორის საბოლოო დეკლარაციისაც, რომელიც ჩვენს გარეშე მიიღება ჩვენ მას ლეგიტიმურად არ ვცნობთ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა