Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ვინც არ დაესწრო, ფაქტობრივად, ქვეყნის პერსპექტივას მაგიდას უყირავებს-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 568 სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ვინც არ დაესწრო, ფაქტობრივად, ქვეყნის პერსპექტივას მაგიდას უყირავებს-ანრი ოხანაშვილი

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ვინც არ დაესწრო, მათი მხრიდან ფასადურობაზე საუბარი არასერიოზულია, ეს ხალხი ქვეყნის პერსპექტივას მაგიდას უყირავებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ​ისინი ბოიკოტს უცხადებენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ევროპულ პერსპექტივას.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ შანსის ხელიდან გაშვება უდრის იმას, რომ ბოიკოტს ევროპულ პერსპექტივას უცხადებ.

„რამდენიმე თვის წინ პოლიტიკურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ „ქართული ოცნება“ დადებდა და მოამზადებდა დოკუმენტს, რომელიც სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმის სიტუაციური ანალიზი იქნებოდა. 200-გვერდიანი დოკუმენტი წარმოდგენილია, სადაც ასახულია ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013 წლიდან დღევანდელ დღემდე. მასში საუბარია თითოეულ განხორციელებულ ცვლილებაზე, ყველა გატარებულ რეფორმაზე, ყველა რეკომენდაციაზე. რეკომენდაციების უმეტესობა შესრულებული გვაქვს. თვალსაჩინოა პროგრესი, რაც სასამართლო სისტემამ განიცადა და შეუძლებელია ამ ფაქტებს კონტრფაქტებით შეეწინააღმდეგო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მზად ვართ, ოპონენტებთან ერთად ვიმსჯელოთ. მომავალ კვირას შევიკრიბებით და დოკუმენტებზე მოსაზრებებს გავცვლით. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ ორი დოკუმენტი. ჩვენ და „მოქალაქეებმა“ წარმოვადგინეთ დოკუმენტი. „ლელომ“ არათუ დოკუმენტი წარმოადგინა, შეხვედრაზეც არ მოვიდნენ. არ ვიცი, ოპონენტები რას გულისხმობენ მოჩვენებითში, მათთვის რა არის გამოწვევა. ამაზე ვერბალურად კი არ უნდა ვისაუბროთ, დოკუმენტები უნდა დადონ. ვინც დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო, მათი მხრიდან ფასადურობაზე საუბარი არასერიოზულია. ფაქტობრივად, ეს არის ხალხი, ვინც ქვეყნის პერსპექტივას მაგიდას უყირავებს. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ევროპულ პერსპექტივას. ამ შანსის ხელიდან გაშვება იმას უდრის, რომ ბოიკოტს ევროპულ პერსპექტივას უცხადებ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ამ პროცესში არმონაწილეობით დისკრედიტაციას უკეთებენ 12 რეკომენდაციას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა