Russia must immediately pull troops from Zaporizhia NPP - French diplomacy
ილია დარჩიაშვილი - განსაკუთრებით ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის
გია ვოლსკი - აშშ-ს ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს
ილია დარჩიაშვილი - ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
Markarova: Ukraine calls on US to sanction all Russian private banks
არჩილ თალაკვაძე გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები

როგორ უგებს “ქართული ოცნება” ოპოზიციას? ჭკუით!

08.02.2022 | 10:56

გასაგებიამ რომ ხელისუფლებას აქვს მთელი ბიუჯეტი, ამ ბიუჯეტზე მიბმული ადმინისტრაციული რესურსი; სუსი, პოლიცია, სასამართლო; იმის იქით ბიძინას 7 მილიარდი, რუსეთის კეთილგანწყობა და ა.შ.

მაგრამ მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ხელისუფლება ოპოზიციას უგებს ჭკუით!

თანამედროვე ინფორმაციულ და პოსტსიმართლის სამყაროში მთავარი ომი არის ადამიანების გონებებისთვის. აი აქ იგებს ხელისუფლება. ჩვენი გადმოსახედით, მათ რაც არ უნდა უსახური და უგვანო სპიკერები ჰყავდეთ, მესიჯბოქსი თითქმის ყოველთვის აქვთ გამართული, გათვლილი და მკაცრად ცენტრალიზებული.

როცა ეს ასეა, ძალადობის შეზღუდული დოზა გჭირდება, რადგან დანარჩენს საინფორმაციო ომით იგებ.

მთავარ ოპოზიციასა და ოპოზიციურ ტელეარხზე იყო ერთმმართველობა, რაც იყო უდიდესი შეცდომა.

დაიჭირეს ორი კაცი - მიშა და გვარამია. შედეგად, არც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ და არც მთავარმა ოპოზიციურმა არხმა არ იციან რა ქნან. მათი მმართველობის სისტემა რომ ყოფილიყო ჰორიზონტალური, დელეგირებული, მათი დაჭერა ვერავითარ ბენეფიტს ვერ მისცემდა ხელისუფლებას. ამიტომ, გვარამიას მაინც, არ დაიჭერდნენ რომ სცოდნოდათ რომ გვარამიას დაჭერა სერიოზული დარტყმა არ იქნებოდა მთავარი არხისთვის.

ხელისუფლება ყოველდღიურად და ყოველკვირეულად უყურებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ მესიჯბოქსების შესამუშავებლად ძალიან სერიოზული უცხოელი სპეციალისტები ყავთ დაქირავებული. თქვენ ხომ წყობიდან გამოყავხართ ირაკლი კობახიძის მორიგ გამოსვლას, მაგრამ თქვენ არ ხართ მისი სამიზნე აუდიტორია და არც იქნებით. ჩვენ ყველა ვართ მათი "კლასობრივი მტრები", რომლებიც კითხვებს ვსვამთ, 2-3 მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პოვნა შეგვიძლია. როგორც ივანიშვილმა თქვა თავის დროზე, ჩვენ უნდა წავიდეთ ემიგრაციაში და იქიდან ვგზავნოთ ფული. ამათ ამომრჩევლად უნდა დარჩნენ ისინი, ვინც 5 კილო კარტოფილს აიღებს, ვინც "გარეჯი საქართველოა"-ზე აღიგზნება, ვინც ტელეიმედს აქტიურად უყურებს და ა.შ.

ეს არ არის მისი ნოუ ჰაუ, აპრობირებული მეთოდია ვენესუელაშიც და სხვაგანაც. არ მოგწონს? წადი.

ჰოდა ირაკლი კობახიძის გამოსვლებს უყურეთ "გარეჯი საქართველოა" ხალხის გადმოსახედიდან და კარგად მიხვდებით რომ არაფერი სპონტანური მის ნათქვამებში არაა. ყველაფერი დალაგებულია.

ალუდა ღუდუშაურებს რომ უყურებთ, შეიძლება თხა და გიგო ვერ მოგიყვნენ, მაგრამ უშეცდომოდ ჩაგაბარებენ პარტიის მიერ მიცემულ მესიჯბოქსებს. არავითარი გადახვევა ცენტრალური ხაზიდან!

ეს მესიჯბოქსები დონეებად აქვთ დაყოფილი. მაგალითად:

- ბოლო შრეა ალტ ინფო. ის ამბობს: ამერიკის დედაც, ევროპის დედაც, გაუმარჯოს დედა რუსეთს;

- შემდეგი დონეა "აჯანყებული" - ყაველაშვილი & co.

ისინი ამბობენ დასავლეთის დედაცო, გაუმარჯოს ბატონ ბიძინასო.

განსხვავება ალტ ინფოსგან: რუსეთს გაუმარჯოსო არ ამბობენ, არც ევროინტეგრაციას ახსენებენ;

- შემდეგი დონეა უშუალოდ ოცნება (ღარიბაშვილი, კობახიძე და ა.შ.). ისინი ამბობენ რომ დასავლეთი ცუდია, გაუმარჯოს ბატონ ბიძინას, მაგრამ მორცხვად აყოლებენ რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდაო;

- სულ ზემოთ არის ბატონი ბიძინა, რომელიც ყოველივე ზემოთთქმულს რაფინირებულად, დავარცხნილად და მეტის "დასტოინობით" ამბობს. აბა კობახიძის და ყაველაშვილის ენით ხომ არ ილაპარაკებს?!

როგორც მანქანას აქვს სხვადასხვა სიჩქარეები და საჭიროების მიხედვით ხდება გადართვა, ისე აქვს ოცნებასაც ეს საქმე დაყენებული. როცა რა იქნება საჭირო, იმას იყენებენ და ამას აკეთებენ მწყობრად, გათვლით.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ მიერ თქმული ნებისმიერი სისულელე შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და მე დეტალურად აგიხსნით რა კარგად იყო ის გათვლილი მათ ამომრჩეველზე და მათ საერთაშორისო საჭიროებებზე. უშეცდომოდ მიდიან.

ამ დროს რა ხდება აქეთ? ოპოზიცია გამქრალია. როდესაც ოპოზიციონერები მიდიან ტელევიზიაში, ხშირად, მათ სასაუბრო თემა მოგუგლულიც არ აქვთ. ვიკიპედიის დონეზე არ იცნობენ საკითხს. არა ყოველთვის, მაგრამ ხშირია ეს ამბავი.

არავითარი მიმართულება, კოორდინაცია და თანწყობა არ აქვს მათ საუბარს. მოქმედებენ ინსტიქტით, ინერციით.

სამოქალაქო სექტორი: ივნის-ივლისის მიჯნაზე შევიკრიბეთ სამჯერ. მუხტი იყო ისეთი, როგორც არასდროს ბოლო 10 წლის მანძილზე, მაგრამ შედეგად მოხდა "ორთქლის გამოშვება" და სცენარი ოცნებისთვის იდეალურად დალაგდა. დიტო სამხარაძის დედის გინებაც გამოგვატანეს სახლში.

ამას რატომ ვამბობ: ყველა საქმეს უნდა ცოდნა. პროტესტის და ასიათასობით ადამიანის მართვა არის ნაკვლევი და მეცნიერული საკითხი. მსოფლიოში ამ თემას ჰყავს თავისი მცოდნე სპეციალისტები. ამ საკითხს ვერც მე ავწევ და ვერც ორგანიზატორები ასწევდნენ. როგორც ოცნებას ყავს შესაბამისი სპეციალისტები ნაქირავები, ისე და უფრო მეტად სჭირდება ეს მცოდნე ხალხი ოპოზიციას. გამორიცხულია, ეს გულანთებული ხალხი ამ საკითხს ვერ აწევს.

აქციის ორგანიზატორთაგან ერთმა კარგმა და პატივსაცემმა კაცმა ამასწინად სპონტანურად დაწერა ხვიჩა კვარაცხელიას პოლიტიკური კრიტიკა. ეს ასე არ შეიძლება. როდესაც პრეტენზია გვაქვს მასების მართვაზე, ასიათასების მომხრობაზე, არ შეიძლება დაუფიქრებლად თავს დაესხა ფეხბურთელს, რომელიც პირადად კრიბავს სტადიონზე ათიათასობით ადამიანს. ეს ასე არ შეიძლება, არ კეთდება.

შედეგად, საკითხი ხელზე დაიხვია ოცნებამ და ვინ მოიგო?

იგივე ლევან ბერძენიშვილის გამოსვლები ერეკლეზე თუ აკაკიზე. გასაგებია რომ ბერძენიშვილი არც მოქმედი პოლიტიკოსია და არც რამე პასუხისმგებლობა აწევს, მაგრამ ცვლილებები ხომ მასაც უნდა? არ შეიძლება ასეთი გამოსვლები...

თუმცა სიტყვის თავისუფლებაა და ვერავის დაუშლი სათქმელს, მაგრამ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ გაიგო რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ბერძენიშვილის გამოსვლაზე. ნაწილი გაჩუმდა, მეორე ნაწილმა აბსოლუტურად ყველაფერში დაიცვა ის. შედეგად, საკითხი ხელზე დაიხვია ისევ ირაკლი კობახიძემ და გვათრია ყველა.

საქართველო არა მხოლოდ ბუნებით არის მრავალფეროვანი (ნახევარ უდაბნოებიდან მყინვარებამდე), არამედ საზოგადოებრივი სტრუქტურითაც. ჩვენში ცხოვრობენ ადამიანები, ვინც თავისუფლად იქნებოდნენ ჰოლანდიის ან შვედეთის მოქალაქეები, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც საუდის არაბეთშიც კომფორტულად იგრძნობდა თავს.

ამ კომპლექსურ სტრუქტურაში გარკვევას დიდი ცოდნა, სპეციალისტობა და გეგმით მოქმედება უნდა.

ოპოზიციური აზრი ან არ მოქმედებს, ან მოქმედებს საკუთარი ემოციის თუ ბაბლის კარნახით.

ასეთმა მიდგომამ აქცია "ჩოხიანი კაცი", ერეკლე, კვარაცხელია, გარეჯი, "ქართველობა", საქართველოს ისტორია და მრავალი სხვა რამ ოცნების ექსკლუზივად.

აქეთ მხარეს დავრჩით "ლიბერასტები", "რადიკალური ოპოზიცია", "ნაცები" და ყველა ის იარლიყი, რაც წარმატებით მოგვაკერეს.

გამოსავალზე ხუთჯერ მეტის წერა შემიძლია, მაგრამ ამდენის წასაკითხად თქვენც ცოდვა ხართ და ჯერჯერობით არც ოპოზიცია ჩანს მზად რამის შესაცვლელად.

ამიტომ, საშინაო მდგომარეობით იმედგადაწურული, ველი უკრაინის გამარჯვებას და რუსეთის დამარცხებას.

 

ავტორი: ბექა კობახიძე - ისტორიკოსი, პროფესორი

ნეიშენ ჯორჯია