გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

ნახვები: 468 ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.

მისი თქმით, ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ის იყო დაავადებათა კონტროლის დირექტორი. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება და შემიძლია, დაგიდასტუროთ მსგავსი საუბარი გვქონდა. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება მე დავადასტურე და უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე თამარ გაბუნია იქნება კონკრეტული სიპის მოვალეობის შემსრულებელი.

დღეს რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ ამ თანამდებობაზე ის აღარ გააგრძელებს მუშაობას და შესაბამისი განცხადებით სამინისტროს მომდევნო დღეებში მიმართავს. არ არის კავშირში ან პანდემიამდე პერიოდთან, ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან. ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას, ასპარეზს უთმობს იმ ადამიანებს, ვინც გააგრძელებს დაავადებათა კონტროლის მენეჯმენტს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ის თანამდებობას ტოვებს პირადი განცხადების საფუძველზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა