გუგა ქაშიბაძე: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია – პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 3 და 11 წლის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
სი ძინპინმა, ტრამპმა და პუტინმა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს – „ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება“
ნიკა გვარამია: მხარს ვუჭერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას – ივანიშვილის დასანქცირება მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ
დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის მეგობრად მოხსენიებას გამოეხმაურა: „ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი რჩება – შს მინისტრის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საფრთხე არსებობს
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა – ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში ბავშვებიც არიან მოყოლილი

ამირან გამყრელიძის გადადგომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას თამარ გაბუნია შეასრულებს

ნახვები: 567 ამირან გამყრელიძის გადადგომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას თამარ გაბუნია შეასრულებს

ამირან გამყრელიძის გადადგომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს. ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.

„გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ის იყო დაავადებათა კონტროლის დირექტორი. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება და შემიძლია, დაგიდასტუროთ მსგავსი საუბარი გვქონდა. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება მე დავადასტურე და უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე თამარ გაბუნია იქნება ამ კონკრეტული სიპის მოვალეობის შემსრულებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა