23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა
ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება
მიტროპოლიტი იობი: ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ
ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

სრულაიდ გაუგებარი და უსაფუძვლოა გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიიღო-გივი მიქანაძე

ნახვები: 545 სრულაიდ გაუგებარი და უსაფუძვლოა გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიიღო-გივი მიქანაძე

სრულაიდ გაუგებარი და უსაფუძვლოა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განუცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა წარადგინა კონკრეტული კანდიდატები, თუმცა არ წარადგინა მოქმედი ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს წევრები, რომლებიც ექვსი თვის წინ შერჩევის პროცესის შედეგად დამტკიცდა და მანამდეც, კიდევ ექვსი თვის წინ იმ პროცედურების მიხედვით, რომელიც კანონმდებლობაში არის გაწერილი, მოხდა მათი არჩევა.

„სრულაიდ გაუგებარი და უსაფუძვლოა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა მიიღო, თუმცა აქ აშკარაა, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, რომ იკვეთება პრეზიდენტის ჩართულობა პირდაპირი და მონაწილეობა იმ ნარატივში, რასაც ომის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს, რომ მოახდინოს სახელმწიფო ინეტერსების დისკრედიტაცია. შესაბამისად, ამ პროცესიდან გამომდინარე, თუკი პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსგავსია, მმართველი გუნდიც ემიჯნება ამ პროცესს და ჩვენ კონკრეტული წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა