გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ოპოზიციის გაქრობასა და დიქტატურის გაფორმებას ცდილობს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თქვენი სტანდარტით, საქართველოში ათზე მეტი პარტია შეიძლება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს – რამდენად შეესაბამება ეს პოლიტიკურ პლურალიზმს?
დავით არახამია: აბუ-დაბის მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა ახალ წლამდე გამოსავლის პოვნის იმედი გვაქვს
საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მეუფე იობის ქადაგება - ახალი სიმართლე თუ ძველი სიმართლის დაგვიანებული აღიარება?
ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ
23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა

ფინანსთა მინისტრი - საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი

ნახვები: 489 ფინანსთა მინისტრი - საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი

საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში დონორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თანხების მობილიზება მოკლე დროში მოხერხდა.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიას საკმაოდ მაღალი ბუფერებით შევხვდით, რამაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილა რეაგირება. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ქვეყანას ჰქონდა მოპოვებული მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და გვქონდა საკმაოდ მსხვილი რეფორმების პაკეტი. ეს ყველაფერი იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები დონორებთან ჩვენი წარმატების. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა