“"ოციალური მენტალიტეტი იყო პარაკრიმინალური და აგებული იყო საბჭოთა ხაზინის ქურდების აზროვნების ლოგიკაზე. მოპარვა, სიყალბე წახალისებული იყო. გადაიკითხეთ ლიმონასა და შოშიას ცნობილი დებატები დუმბაძის „თეთრი ბაირაღებიდან“ და მიხვდებით რაზეა საუბარი.
ქართული პოლიტიკური სექტორიც პარაკრიმინალურია თავისი „გაგებით“.",-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული წერს.
"ქართული მენტალიტეტის თავისებურებებზე საუბრისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან ერთი მოუზომავი სიტყვაც საკმარისია, რომ ბრბოს რისხვის ობიექტი გახდე. ასე დაემართა ერთ უაღრესად დადებით, ინტელექტუალურ პიროვნებას, რომელმაც ძალიან გრაფიკულად აღწერა ქართული პარაკრიმინალური მენტალიტეტის მომაკვდინებელი ბუნება. გამოხატვის ფორმამ უცებ „შეჭამა“ შინაარსიც და ავტორიც. "შეჭამა", რადგან კამპანიას პარაკრიმინალური აზროვნების და მენტალიტეტის მინისტრი ჩაუდგა ყოჩად სათავეში. არადა, ეს პარაკრიმინალური აზროვნება ადრეული ასაკიდან იწყება და ბეტონდება ქართველების გონებასა და ქცევებში და მერე, ყველა ასაკობრივ ჯგუფში შესაბამისი გამოვლინება აქვს. ასე იქმნება პარაკრიმინალური აზროვნების იერარქია. რატომ ვამბობთ უარს ამ მენტალიტეტის შეცვლაზე?
„შატალოს“ ფენომენი ავიღოთ მაგალითად. რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამ გამახსენა ქართული საბჭოთა განათლების სისტემის ეს „დიდებული ტრადიცია“.
აბა სცადეთ და დასავლური ცივილიზაციის მქონე ქვეყნებში ვინმეს აუხსენით რა არის „შატალო“. გაოცებით შემოგხედავენ. ვერავინ მიხვდება, რატომ უნდა მოუნდეს მოსწავლეთა ჯგუფს სასწავლო პროცესის ორგანიზებული ჩაშლა.
„შატალო“ პროტესტია სისტემის წინააღმდეგ - აგიხსნიან „საქმეში ჩახედული“ wannabe ინტელექტუალები. არის კი? რა სისტემის?
ქართული საბჭოთა სკოლები, ხაზს ვუსვამ, ქართული საბჭოთა სკოლები, შექმნილი იყო ციხის/კოლონიის პრინციპებზე, შესაბამისი იერარქიებითა და წესებით. ორგანიზებული დანაშაული კი სწორედ ამ იერარქიის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. დანაშაულში უნდა ჩაებას ყველა, გამონაკლისის გარეშე; ვინც განზე გადგომას დააპირებს, დაისჯება. მავანი შემეკამათება, რომ ეს უტრირებაა, რომ „შატალო“ უწყინარი ფენომენია, მაგრამ გავიხსენოთ ხორავას ქუჩის საზარელი ტრაგედია. იქ უკვე კლასიკური კრიმინალური მენტალიტეტი მოდის მოქმედებაში. მსხვერპლს ერთდროულად რამდენიმე ბავშვი ურტყამს დანას, რათა მკვლელი ვერ დაფიქსირდეს. მათ უკვე იციან, რომ იურიდიული დავა დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს იმაზე, თუ რომელი დანით მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია სიკვდილი. ასე განიცდის პარაკრიმინალური აქტივობა გრადაციას კრიმინალში. ეს ლოგიკური და გარდაუვალი პროცესია.
რატომ გავუსვი ხაზი ქართულ საბჭოთა სკოლებს? იმიტომ რომ სწორედ ქართული საბჭოთა სოციალური მენტალიტეტი იყო პარაკრიმინალური და აგებული იყო საბჭოთა ხაზინის ქურდების აზროვნების ლოგიკაზე. მოპარვა, სიყალბე წახალისებული იყო. გადაიკითხეთ ლიმონასა და შოშიას ცნობილი დებატები დუმბაძის „თეთრი ბაირაღებიდან“ და მიხვდებით რაზეა საუბარი.
ქართული პოლიტიკური სექტორიც პარაკრიმინალურია თავისი „გაგებით“. წარმოგიდგენიათ მაგალითად რომელიმე დასავლური ქალაქის მერი, რომელიც თავის ოპონენტებს ქალაქის ყველაზე შემაღლებულ ადგილას აგზავნის გამოსაქანებლად და მის პენისზე დასასკდომად? წარმოიდგინეთ? გაგიჭირდათ ხომ?
ან გინახიათ პარლამენტარი, რომელიც უბინძურესი სკაბრეზით ამკობდეს მოქალაქეებს საჯაროდ? ან ... გაიხსენეთ თავად კიდევ ბევრი რამ ... ეს არის პატივცემულებო სწორედ პარაკრიმინალური მენტალიტეტი.
და მაინც, რატომ ვამბობთ უარს ამ მენტალიტეტის შეცვლაზე?
იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც ქართულმა საბჭოთა ხელოვნებამ მითიურ დონეზე აიყვანა და გაალამაზა, რომანტიული გახადა.
2020 წელს, 21-ე საუკუნეში ქართველ მომღერლებს, ფილარმონიაში შეუძლიათ ექსტაზით იმღერონ „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ და საზოგადოება მხურვალე ტაშს უკრავდეს ამ მარაზმს.
აქეთ შემოგედავებიან კიდეც, ეს ხელოვნებააო.
როგორ შეიძლება ებრძოლო ამ მენტალიტეტს?
ზუსტად ისე, როგორც ებრძვიან ორგანიზებულ დანაშაულს განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში. სანამ ეს მენტალიტეტი არ აღმოიფხვრება, მანამ ვერ შევდგებით ვერც სახელმწიფოდ და ვერც დემოკრატიად.
ეს უნდა ავუხსნათ ბავშვებს სწორედ სკოლებში, დროულად. პარაკრიმინალური აზროვნება ჩანასახშივე უნდა განადგურდეს, თორემ პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში იქცევა კრიმინალად და როცა იქცევა, უამრავ უმანკო სიცოცხლესაც შეიწირავს.",-წერს გურული
ზურაბ გურული: წარმოგიდგენიათ მაგალითად რომელიმე დასავლური ქალაქის მერი, რომელიც თავის ოპონენტებს ქალაქის ყველაზე შემაღლებულ ადგილას აგზავნის გამოსაქანებლად და მის პენისზე დასასკდომად?
ნახვები: 484